The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
სამშენებლო პროექტების კოორდინატორი (ჯუნიორი)

მსოფლიოში უმსხვილესი რესტორნების ქსელი 
აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ჯუნიორ კოორდინატორის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაოს განაკვეთი - სრული განაკვეთი
ანაზღაურების რანგი - 2000-2500 ლარი

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

ახალი ობიექტის გახსნისთვის ტერიტორიის მოძიება;
ახალი ობიექტის პროექტირებაში ფინანსური, საინჟინრო და არქიტექტორული კუთხით ჩართულობა; 
მოლაპარაკებების წარმოება არქიტექტურული/სამშენებლო/საპროექტო მომსახურების გამწევ სხვადასხვა კომპანიებთან, მომსახურების ვადებთან, ტარიფებთან და ხარისხთან დაკავშირებით;
მონაწილეობა პროექტის ბიუჯეტირების პროცესში.
ახალი ობიექტის სამშენებლო პროცესის დაწყება/მართვა/დასრულება/ჩაბარების პროცესებში ჩართულობა;
მშენებლობის დაწყებამდე შერჩეულ სამშენებლო კომპანიასთან ერთად ერთიანი მშენებლობის გეგმის შედგენის პროცესში ჩართულობა;
მონაწილეობა ობიექტის რემოდელინგის ბიუჯეტირებაში;
ობიექტის რემოდელირების პროექტის მიხედვით სამშენებლო პროცესის დაწყება/მართვა/დასრულება/ჩაბარების პროცესებში ჩართულობა.

მოთხოვნები:

  უმაღლესი განათლება ან მე-4 კურსის სტუდენტი სამშენებლო ინჟინერიის/ ფინანსების/ ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
  მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო პროექტების დაგეგმვის / მომზადების / განხორციელების /  ზედამხედველობის საქმეში;
  ინგლისური ენის ცოდნა B2/C1 დონეზე;
  კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა  (განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება Excel-ის პროგრამაზე).

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე
recruiters@thestream.ge არაუგვიანეს 2021 წლის 12 ოქტომბრისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - 
სამშენებლო პროექტების კოორდინატორი.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.