The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
კატეგორიის მენეჯერი (შესყიდვები)
 
კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ახორციელებს პროდუქციის იმპორტს, ფლობს მსხვილ სავაჭრო ობიექტებს, აწარმოებს საცალო და საბითუმო ვაჭრობას, აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე შესყიდვების მიმართულებით.
 
სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაოს განაკვეთი - სრული განაკვეთი
ანაზღაურება - კონკურენტუნარიანი ანაზღაურება + ბონუსი
პოზიცის ტიპი - ხელმძღვანელი პოზიცია
 
ფუნქციები და მოვალეობები:
•  გუნდის მართვა, მათთვის მიზნების და ამოცანების დასახვა და შესრულების კონტროლი
  არსებული პორტფელის (სასაქონლო ჯგუფები) მართვა. 
  შესყიდვების პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
  არსებული და პოტენციური მომწოდებლების ბაზის წარმოება (როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტი);
  ბაზრის ანალიზი, საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი
  პროდუქციის შესყიდვის, გაყიდვის და მარაგების მუდმივი მონიტორინგი
  ახალი ბრენდების/მომწოდებლების მოძიების, მოლაპარაკების წარმოების და პროდუქციის მოწოდების პროცესის მართვა და  უზრუნველყოფა
•  დაქვემდებარებული კატეგორიის განვითარება, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და რეალიზება
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
•  მსგავს პოზიციაზე (სასურველია სამშენებლო სფეროში) მუშაობის მინუმუმ 3 წლიანი გამოცდილება    
  სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  საცალო, საბითუმო ან/და კორპორატიულ გაყიდვებზე მუშაობის ცოდნა და გამოცდილება
  პროდუქციის იმპორტის პრინციპების ცოდნა
  მომწოდებლებთან ურთიერთობის პრინციპების ცოდნა და გამოცდილება
  გამოხატულად კარგი მმართველობითი უნარი და გუნდის და/ან სტრუქტურული ერთეულის მართვის პრინციპების ცოდნა და/ ან გამოცდილება
  ინგლისური ენის კარგად ცოდნა, სასურველია დამატებით რუსული/თურქული ენების ცოდნა
•  ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა MS Exel-ის ცოდნას და მისი გამოყენების გამოცდილებას
 
სამუშაო განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს ამ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანის მოტივაციას, ორგანიზებულობას, ანალიტიკურ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრის, მოლაპარაკებების მართვის, გუნდური მუშაობის და კომუნიკაბელურობის უნარებს.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე category@thestream.ge არაუგვიანეს 2021 წლის 15 ოქტომბრისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.