The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
ელექტრო, მექანიკური და წყალგაყვანილობის საინჟინრო სამუშაოების სუპერვაიზერი (MEP Supervisor)

კომპანია, რომელიც საქართველოში აწარმოებს სხვადასხვა სახის მასშტაბურ სამშენებლო სამუშაოებს, აცხადებს ვაკანსიას ელექტრო, მექანიკური და წყალგაყვანილობის საინჟინრო სამუშაოების სუპერვაიზერის პოზიციაზე (MEP Supervisor).ელექტრო, მექანიკური და წყალგაყვანილობის საინჟინრო სამუშაოების სუპერვაიზერი იქნება პროექტის მართვის გუნდის წევრი და იმუშავებს შემდეგ საკითხებზე: 
  • მშენებლობის მიმდინარეობისათვის მნიშვნელოვან ნებისმიერ ელექტრო, მექანიკური და წყალგაყვანილობის ტექნიკურ საკითხებზე კონსულტირება;
  • კონტრაქტორის მიერ ელექტრო, მექანიკური და წყალგაყვანილობის სამშენებლო სამუშაოების შერულების გრაფიკის მუდმივი კონტროლი და ამ მიმართულებით ანგარიშგება;
  • რისკების განხილვის შეხვედრებში მონაწილეობის მიღება და ელექტრო, მექანიკური და წყალგაყვანილობის საკითხებთან  დაკავშირებული რისკების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • კონტრაქტორების მიერ ინსტალაციის მეთოდების განხილვა;
  • ტექნიკური მახასიათებლების მიმართ დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებაში, კონტრაქტორის მიერ შემოთავაზებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განხილვა და შემოთავაზების მიზანშეწონილობის შესახებ კონსულტირება;
  • კონტრაქტორების მიერ წარმოებული სამუშაოების დამტკიცებულ ნახაზებთან, სპეციფიკაციებთან და მშენებლობის გრაფიკთან შესაბამისობის დაცვის მიზნით, სამშენებლო სამუშაოებზე მუდმივი დაკვირვება/მონიტორინგის წარმოება;
  • მშენებლობაზე უსაფრთხოების და ჯანმრთელობის საკითხების მხარდაჭერა, ამ მიმართულებით დარღვევების აღრიცხვა და ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მენეჯერისათვის ინფორმაციის მიწოდება;
  • ელექტრო, მექანიკური და წყალგაყვანილობის სისტემების საბოლოო ტესტირების და ექსპლუატაციაში შეყვანის საკითხების განხილვა, კომენტირება და ზედამხედველობა.
  • ელექტრო, მექანიკური და წყალგაყვანილობის საკითხებთან დაკავშირებული დეფექტების მუდმივი აღრიცხვა, კონტრაქტორების მუშაობის კორექტირების მიზნით;
  • პროექტის შეუფერხებელი მიმდინარეობის და შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველსაყოფად, მშნებელობის და მონტაჟის კონკრეტული პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებული შეხვედრების ორგანიზება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით;
• მინიმუმ 5 წელი მუშაობის გამოცდილება მშენებლობაზე ელექტრო, მექანიკური და წყალგაყვანილობის ინჟინერიის მიმართულებით;
• სასურველია უშუალოდ მშენებლობის და მონტაჟის მიმდინარეობის პროცესში ჩართულობის (არა პროექტირების) გამოცდილება;
• სასურველია სასტუმროს მშენებლობაზე მუშაობის გამოცდილება;
• ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა;
• ორგანიზებულობა, მოტივირებულობა, დეტალებზე ორიენტაცია და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე mepsupervisor@thestream.ge არაუგვიანეს 2019 წლის 14 მარტისა.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.