The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
Java დეველოპერი

ბრიტანულ-ქართული საგადასახადო სერვისების პროვაიდერი ფინტექ კომპანია, თავის გუნდში იწვევს Java დეველოპერებს. 

ფუნქციები და მოვალეობები:  
- კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის (ბექ-ენდის) განვითარება;
- API-ს განვითარება და სხვადასხვა პარტნიორებთან ინტეგრაციების მხარდაჭერა;
- შესაბამისი ინტერესის და გამოცდილების ჩემთხვევაში, შესაძლებელია სისტემის სხვადასხვა ინტერფეისზე (ფრონტ-ენდზე) მუშაობაც.
 
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წელი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში
- აუცილებელია ცოდნა: Java Programming, Spring, Hibernate
- სასურველი ცოდნა: მონაცემთა ბაზები (MySQL), ფრონტ-ენდ ტექნოლოგიები (Angular.js, React.js)
 
სასურველი პიროვნული თვისებები:
-  სანდო, შედეგზე ორიენტირებული, პროაქტიული, სწრაფი
-  ურთიერთობის სტილი - ნებისმიერი. შეიძლება იყოთ ინტროვერტი ან ექსტრავერტი, მოგწონდეთ ჯგუფური მუშაობა ან გერჩივნოთ დამოუკიდებლად კონკრეტული ამოცანების შესრულება. გჭირდებოდეთ ყოველდღიური უკუკავშირი ან გერჩივნოთ საშუალოვადიანი მიზნების დასახვა და დამოუკიდებლად მათი მიღწევა. ნებისმიერი სტილი მისაღებია.

კანდიდატი უზრუნველყოფილი იქნება კონკურენტული ანაზღაურებით, ჯანმრთელობის დაზღვევით და პირადი განვითარების მხარდაჭერით (ონლაინ კურსების დაფინანსება, წიგნები)

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე javadeveloper@thestream.ge არაუგვიანეს 2019 წლის 20 ივნისისა.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.