The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

წარმატებული და მაღალი ცნობადობის მქონე ქართული ორგანიზაცია ეძებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს 

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის PR სტრატეგიის დაგეგმვა, მართვა და რეპორტინგი
  • კომპანიის მმართველთა საბჭოს სხდომებში და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა
  • საჯარო პრეზენტაციების, ღონისძიებებისა და საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა-მომზადება
  • კომპანიის სოციალური და ციფრული პლატფორმების მართვა, კონტენტის შექმნის მენეჯმენტი, მონიტორინგი, ანალიზი
  • ბრენდის განვითარების პროცესის დაგეგმვა და ანალიზი
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გუნდის მართვა და განვითარება 
  • ორგანიზაციის სხვა დეპარტამენტებთან ურთიერთობა და წარმოსაჩენი მასალის იდენტიფიცირება და მომზადება
  • კომპანიის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება
  • CSR (კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის) დანერგვა ორგანიზაციაში და მისი პოპულარიზაცია
  • ორგანიზაციული კულტურის განვითარება

მოთხოვნები: 

სამუშაო გამოცდილება და კვალიფიკაცია: 
  • საზოგადოებრივი ურთიერთობის სფეროში სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი.
  • გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად 
  • ბიზნესის, მარკეტინგის, ან საზოგადოებრივი ურთიერთობების პროგრამის მაგისტრის დიპლომი ჩაითვლება უპირატესობად
  • პროექტების მართვის ცოდნა და გამოცდილება 
  • ციფრული მარკეტინგის, სოციალური ქსელების მართვის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება 
 
პიროვნული და საქმიანი თვისებები 
  • სამუშაოს შესრულების სტანდარტების დანერგვა
  • სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნება
  • კრიტიკული აზროვნება 
  • გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობა
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
  • დროის ეფექტიანი მართვის უნარი
კომპიუტერული პროგრამების და ენების ცოდნა
  • MS office: word, excel, power point
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა 
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე vacancy@thestream.ge არაუგვიანეს 2019 წლის 22 ივლისისა. 

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.