The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
მარკეტინგის მენეჯერი

მსოფლიო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი მსხვილი სავაჭრო ქსელი, რომელიც პროდუქციის ფართო ასორტიმენტითაა წარმოდგენილი თბილისში და საქართველოს ქალაქებში, აცხადებს მარკეტინგის მენეჯერის ვაკანსიას.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და მათი ბიუჯეტის სწორად განსაზღვრა
მარკეტინგული აქტივობების განხორციელება და რეპორტინგი
დაგეგმილი და განხორციელებული კამპანიების ბიუჯეტის კონტროლი 
საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მონიტორინგი
საკომუნიკაციო მასალების მომზადება და შესაბამისი დეპარტამენტებისათვის მიწოდება
პრომო და სარეკლამო საქმიანობების დაგეგმვა და კოორდინირება
მიმდინარე და განხორციელებული კამპანიების შედეგობრივი ანალიზი 
სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება (მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით)
მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2  წლიანი გამოცდილება
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

სამუშაო განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს ამ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანის მოტივაციას, შემოქმედებით და ანალიტიკურ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრის, მოლაპარაკებების მართვის, გუნდური მუშაობის და კომუნიკაბელურობის უნარებს. 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე
jobs@thestream.ge არაუგვიანეს 2021 წლის 25 სექტემბრისა.   

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. 

შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.