The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
ოფის მენეჯერი

საერთაშორისო კომპანია 
აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაოს განაკვეთი - სრული განაკვეთი
ანაზღაურების რანგი - 1500-2000 ლარი

პოზიციის მთავარი დანიშნულებაა  ოფისის ადმინისტრაციის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. კომპანიის მასშტაბით კოორდინაციას უწევს სტანდარტული პროცედურების დანერგვის, კომუნიკაციის,  დისციპლინის და ზოგადი წესრიგის განხორციელებას. უზრუნველყოფს და მხარს უჭერს კომპანიის ბიზნეს პროცედურების ეფექტურად მუშაობის განხორციელებას. ოფის მენეჯერს აქტიური კომუნიკაცია აქვს კომპანიის გენერალურ დირექტორთან, ორგანიზაციის ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის მაღალ და საშუალო რგოლის მენეჯერებთან.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
• კომპანიის ოფისის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
კომპანიის მიერ კომუნიკაციის სწორად განხორციელების უზრუნველყოფა და კონტროლი;
კომპანიაში სტუმართა ვიზიტების ორგანიზება;
თანამშრომელთა მივლინების ორგანიზება;
კომპანიის ბიზნეს პროცესების მიხედვით შიდა დოკუმენტაციის წარმოება;
კომპანიის თანამშრომლების ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება;
• ახალი თანამშრომლების სოციალიზაციის პროცესში ჩართულობა და ადმინისტრაციული პროცესების სწორად წარმართვა.
მოთხოვნები:

პოზიცია მოითხოვს სწორი კომუნიკაციისა უნარს, პოზიტივზე ორიენტირებულობას, პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული საქმიანობის წარმართვის მზაობას.
• უმაღლესი განათლება; 
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა. რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
• MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiters@thestream.ge არაუგვიანეს 2021 წლის 4 ოქტომბრისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ოფის მენეჯერი
.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.