წარმოების ოპერატორი
ვაცხადებთ ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე კომპანია „სს აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“-სთვის.
ისრაელისა და საქართველოს საერთო პროექტი ATC „სს აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“-ს თბილისში მდებარე ქარხანა აწარმოებს სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტურ ნაწილებს.
ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური დანადგარებით. თანამშრომლებისათვის შექმნილია ჰიგიენური, უსაფრთხო და მუშაობისთვის ხელსაყრელი პირობები.თანამშრომლები, მუშაობის დაწყებისთანავე, გაივლიან შესაბამის სწავლებას, მათ შორის სრულად ანაზღაურებად მივლინება-სწავლებას ისრაელში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მიხეილ გრიგორაშვილის ქ. 27 (ქვემო ალექსეევკა - აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას თბილისის რაიონებიდან და რუსთავიდან)
სამუშაო განაკვეთი: სრული (ცვლებში მუშაობა)
გამოსაცდელი პერიოდი: 3-დან 6 თვემდე (სწავლების პერიოდი შედის გამოსაცდელ პერიოდში)
ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 1200 ლ (შემდგომი მატებით + წლიური ბონუსი)
დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, ადგილზე კვება, უნიფორმა, ტრანსპორტირება.
ძირითადი მოვალეობები:
• კარბონის (ნახშირბადის ბოჭკო) ფენების დაჭრა, დაფენა და შეფუთვა;
• სასაწყობე სივრციდან მასალების გამოტანა და ნაკეთობების საწყობში მოთავსება;
• დანადგართან მუშაობა (დანადგარზე მასალის მიწოდება, შესაბამისი პროგრამული პროცესების გაშვება).
ძირითადი მოთხოვნები:
• საშუალო განათლება;
• ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა (ერთ-ერთი ენის ცოდნა აუცილებელია);
• ქართული ენის ცოდნა (აუცილებელია);
• სასურველია მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება და ცოდნა;
• სასურველია რაიმე ტიპის წარმოების სფეროში სამუშაო გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge ან დაგიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 577 446 447 არაუგვიანეს 22 ნოემბრისა.
მეილის გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.