The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ვაცხადებთ ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სალიზინგო კომპანია  - ტერა ლიზინგისთვის.

ტერა ლიზინგი დაფუძნდა 2023 წელს, ფლობს 50 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების პორტფელს და იკავებს მეორე ადგილს სალიზინგო ბაზარზე. კომპანია ფინანსურ და საოპერაციო ლიზინგს სთავაზობს მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა მშენებლობა, მედიცინა, წარმოება, სოფლის მეურნეობა, პრინტინგი. ტერა ლიზინგს ასევე აქვს ავტო ლიზინგის პროდუქტი ფიზიკური პირებისთვის. 

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მივესალმებით კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება და შესწევთ უნარი ერთდროულად რამდენიმე დავალებას წარმატებით გაართვან თავი.

სამუშაო განაკვეთი
- სრული, ორშაბათი - პარასკევი (10:00 – 19:00), კვირაში ერთი დღე დისტანციურად
სამუშაო ადგილი: ზ. ანჯაფარიძის 42   
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალოდ ჯამურად - 3 500 - 4000 ლარი)
დამატებითი საკომპენსაციო პაკეტი: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი და FitPass.

ძირითადი მოვალეობები: 
ახალი კორპორატიული (B2B) კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება და შენარჩუნება;
პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, სალიზინგო პროდუქტების პრეზენტაცია, ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება და გაყიდვების განხორციელება;
კლიენტების საჭიროებების ანალიზი, სალიზინგო დაფინანსების (ლიზინგით დაკრედიტების) პროცესის ორგანიზება და პროექტების სრული კოორდინაცია;
კლიენტთა პორტფელის მართვა, მათ შორის გაყიდვის შემდგომი (After Sales) მომსახურების უზრუნველყოფა;
კლიენტის ფინანსური საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი სალიზინგო გადაწყვეტილებების შეთავაზება;
გაყიდვებისა და მარკეტინგის განყოფილებებთან ეფექტური თანამშრომლობა;
მომწოდებლებთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარება და გაყიდვების ქსელის გაფართოება;
კლიენტებთან და პროექტებთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების ეფექტური მართვა და კოორდინაცია.

ძირითადი მოთხოვნები:
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი;
ფინანსურ სფეროში, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 3 წლამდე გამოცდილება;
საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა (MS Office);
ქართული ენის გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 22 ივლისისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.  

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.