The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
წარმოების ინჟინერ-კონსტრუქტორი
 
კომპანია „Atlantic Georgia“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე.
„Atlantic Georgia“, საერთაშორისო კომპანია „Group Atlantic“-ში შემავალი კომპანიაა, რომლის ქალაქ ქუთაისში მდებარე ქარხანა აწარმოებს წყლის გამაცხელებელ ავზებს.

კომპანია განიხილავს როგორც ქუთაისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში მცხოვრები სპეციალისტების კანდიდატურებს, რომელთაც აქვთ მზაობა იმუშაონ ქუთაისში.

სამუშაო ადგილი - ქუთაისი
სამუშაოს განაკვეთი - სრული განაკვეთი
ანაზღაურება - კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
სოციალური პაკეტი - დაზღვევა, კვება 
მივლინებები - შესაძლო მივლინებები და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები საზღვარგარეთ
 
ინჟინერ-კონსტრუქტორის ძირითადი ამოცანაა, მანქანა-დანადგარების გაუმჯობესების საშუალებების პროექტირება და იმპლემენტაცია წარმოების წარმადობის, ხარისხის და ხარჯთეფექტურობის ასამაღლებლად.
 
ძირითადი მოთხოვნები:
• საინჟინრო განათლება (ინდუსტრიული მიმართულებებით, როგორებიცაა მანქანათმშენებლობა, მექანიკური ინჟინერია და ა.შ.)
• AutoCAD-ში და/ან SOLIDWORKS-ში მუშაობის მაღალი დონის ცოდნა და გამოცდილება
• სასურველია ინდუსტიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება
• ტექნიკური ინგლისურის ცოდნა

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პროექტირების უნარ-ჩვევებს და AutoCAD-ის და/ან SOLIDWORKS-ის გამოყენებას.
 
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე vacancy@thestream.ge არაუგვიანეს 2019 წლის 9 აგვისტოსი.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.