The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
ადმინისტრაციული მენეჯერი

ვაცხადებთ ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე MACH & MACH-ისთვის.

MACH & MACH გახლავთ ქართული ბრენდი, რომელიც შეიქმნა ქართველი დიზაინერების მიერ 2012 წელს და აერთიანებს ქალის ფეხსაცმელს, ტანსაცმელსა და აქსესუარებს. ბრენდი აწარმოებს პრემიუმ კლასის პროდუქციას და თანამშრომლობს მსოფლიო მოდის წამყვან კომპანიებთან.

კანდიდატს უნდა ქონდეს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, ასევე, იყოს აქტიური, კომუნიკაბელური, დეტალებზე ორიენტირებული და გუნდური მუშაობის უნარების მქონე.

სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ)
 
ძირითადი მოვალეობები:
• კომპანიის ხელმძღვანლის და კრეატიული გუნდის მხარდაჭერა მიმდინარე ყოველდღიური საქმიანობის წარმართვაში;
კომპანიის საოფისე - ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
სატელეფონო ზარების მიღება და ინფორმაციის საჭიროებისამებრ გადამისამართება;
საოფისე, სამეურნეო ნივთების შესყიდვის პროცესის მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
სამივლინებო პროცესების ორგანიზება;
• კომპანიის ხელმძღვანლის სხვა დავალებების შესრულება კომპეტეციის ფარგლებში.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციული ასისტენტის ან მსგავს პოზიციაზე (ოფისის მენეჯერი, დირექტორის თანაშემწე...);
ინგლისური ენის ცოდნა;
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე vacancy@thestream.ge არაუგვიანეს 25 ნოემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური.

შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის  შესაბამისად.