The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის (AML) სამსახურის ხელმძღვანელი

ვაცხადებთ ვაკანსიას ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის (AML) სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლიდერ კრედიტისთვის
მისო ლიდერ კრედიტი დაარსდა 2011 წელს და  ამავე წელს ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭა მიკროსაფინანსო  ორგანიზაციის სტატუსი.  მას მერე კომპანია წარმატებით ახორციელებს ფინანსურ საქმიანობას, ის იკავებს ერთერთ წამყვან პოზიციას საქართველოს ფინანსურ ბაზარზე  და  წარმოდგენილია 27 ფილიალით თბილისსა და რეგიონებში. 
კომპანია ეძებს ორგანიზებულ  და  შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც პასუხისმგებლობით ჩაერთვება გუნდში და მასთან ერთად იზრუნებს ორგანიზაციის შემდგომ განვითარებაზე. 
 
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, სრული;
შაბათი: მონაცვლეობით 
პოზიციის ტიპი: მაღალი რანგის ხელმძღვანელი პოზიცია 
დაქვემდებარება: ექვემდებარება გენერალურ დირექტორს
 
ძირითადი მოვალეობები: 
• საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტებისა და მითითებების დანერგვა ორგანიზაციაში; მათი დაცვის კონტროლი;
მისოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის, რისკების მართვის“ პოლიტიკით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა და კონტროლი;
ორგანიზაციული რისკების ანალიზის კომპლექტურობის განსაზღვრა, დოკუმენტირება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ორგანიზაციაში დანერგილი კონტროლის სისტემების საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროებისამებრ, მისი სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადება/ დანერგვა;
ახალი პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვის პროცესში, რისკების შეფასება და რისკის მიტიგაციის ზომების შემუშავება;
საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების / ცვლილებების შესახებ მენეჯმენტის ინფორმირება;
ზედამხედველის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებისა და მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ მენეჯმენტის ინფორმირება;
კლიენტის ან გარიგებების შესახებ ფმს-ს, საქართველოს ეროვნული ბანკის ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მომზადება; 
კლიენტების მომსახურების პროცესის მხარდაჭერა (სქრინინგი, KYC);
საეჭვო კლიენტების და ტრანზაქციების ანალიზი; პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების გამოვლენა და ანგარიშგების გაგზავნა ფინანსური მონიტორინგის სამსახურში;
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის მოძიება და დროულად წარდგენა;
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის მოძიება და დროულად წარდგენა;
ფულის გათეთრების კუთხით, შესაბამისი პროგრამული ცვლილებების და სიახლეების დანერგვის მიზნით დეველოპერებისათვის დავალებების მიცემა (სამუშაო გეგმის შედგენა);
საკანონმდებლო - ნორმატიული ბაზის სიახლეების/ცვლილებების შესახებ მენეჯმენტის ინფორმირება;
ფულის გათეთრების კუთხით კანონების, ნორმატიული დოკუმენტებისა და სახელმძღვანელოების ცვლილების შემთხვევაში -  შიდა პოლიტიკა-პროცედურის ცვლილება.
6 თვეში ერთხელ, ეროვნულ ბანკთან წარსადგენი ანგარიშგების ფორმის შედგენა;
ორგანიზაციის სხვა თანამშრომელთა კონსულტირება, ინფორმაციის მიწოდება; 
• პერიოდულად, სპეციალური სასწავლო პროგრამების ორგანიზება, ტრენინგის წარმართვა / თანამშრომელთა ტესტირება.
ძირითადი მოთხოვნები: 
• მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საბანკო ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში AML/ შესაბამისობის კუთხით
AML კუთხით კანონების, ინსტრუქციებისა და ნორმატიული აქტების ცოდნა
დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
სასურველია მენეჯერული გამოცდილება
• უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული) 
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiting@thestream.ge არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREM -ის რეკრუტინგის სამსახური. 
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გამოზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.