B2B გაყიდვების მენეჯერი
ვაცხადებთ ვაკანსიას B2B გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ქართული ტექნოლოგიური კომპანია WeCharge-სთვის თბილისში.
ტექნოლოგიური კომპანია WeCharge 2025 წლიდან საქართველოს ბაზარზე Sharing Power Bank Rental-ის მიმართულებით ოპერირებს.
ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც ციფრული მოწყობილობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, კომპანია WeCharge-მა უპასუხა მომხმარებლის საჭირობებს და WeCharge App¬-ით მარტივად გადაჭრა მოწყობილობების დამუხტვის პრობლემა (მობილური, პლანშეტი, ყურსასმენები, ციფრული საათი, ელ.სიგარეტი და სხვა).
კომპანიისთვის ვეძებთ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პარტნიორ ობიექტებთან თანამშრომლობას და გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს. პოზიციისთვის მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატები იყვნენ დეტალებზე ორიენტირებული, ჰქონდეთ კრეატიული და ინოვაციური მიდგომა და მაღალი პასუხისმგებლობა.
კომპანია WeCharge გეგმავს პროდუქტის საერთაშორიზო ბაზარზე გატანას გატანას და თანამშრომლებს სთავაზობს საერთაშორისო ბაზარზე კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:
სამუშაო ადგილი: თბილისი, კამანის ქ. №1 (საბურთალო);
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთით, (On-site); ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00;
ვაკანტური პოზიცია : 2
ჯამური საშუალო ანაზღაურება: 3,000- 4 000 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების სრული ციკლის მართვა, ლიდების მოძიებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
- პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
- პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია, შეხვედრების დაგეგმვა-ჩატარება, სხვადასხვა საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოება;
- ბაზრის ტენდენციების, B2B კლიენტების ქცევისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
- გაყიდვების სტრატეგიის კომპანიის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის მარკეტინგის გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა;
- მენეჯმენტისთვის ინფორმაციის რეგულარულად მიწოდება პროგრესის, გამოწვევებისა და უკუკავშირის შესახებ.
ძირითადი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით.
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiting@stream.com.ge არაუგვიანეს 15 აპრილისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM -ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.