The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
მექანიკის დიზაინ-ინჟინერი

ვაცხადებთ ვაკანსიას მექანიკის დიზაინ-ინჟინრის პოზიციაზე  ფრანგული საერთაშორისო ჯგუფის “Group Atlantic”-ის შვილობილი კომპანიის “ატლანტიკ საქართველო”-სთვის.

“ატლანტიკ საქართველო”-ს ქუთაისში მდებარე ქარხანა აწარმოებს წყლის ელექტრო-გამაცხელებელებს და მის კომპონენტებს (კერამიკის გამაცხელებელი ელემენტი, სპირალი და ა.შ.). პროდუქცია ექსპორტზე გადის 10-ზე მეტ ქვეყანაში.
პოზიციაზე მივესალმებით როგორც გამოცდილ და კვალიფიციურ, ასევე დამწყებ მოტივირებულ კანდიდატებსაც, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისათვის.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ავტომშენებლის #88 (თავისუფალი ინდუსტრიული ზონა)
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 08:00-17:00 ან 09:00-18:00 სთ.)
ანაზღაურება: მაღალი კონკურენტული ანაზღაურება (ქუთაისში რელოკაციის გათვალისწინებით) კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
დამატებითი სარგებელი: კვება, ტრანსპორტირება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო ხარჯები

ძირითადი მოვალეობები: 
პროექტის ტექნიკური ანალიზი და დიზაინის შემუშავება მექანიკური ინჟინერიის სტანდარტების შესაბამისად;
მანქანა-დანადგარების მოდიფიკაციისთვის სპეციფიკაციების განსაზღვრა;
კონტრაქტორ კომპანიასთან კომუნიკაციის მართვა/პროცესის კოორდინირება და შესრულების მონიტორინგი;
მოდიფიკაციის/ინსტალაციის სამუშაოების დაგეგმვა, დანადგარის, სივრცის და ა.შ. მომზადება;
ახალი/მოდიფიცირებული დანადგარის გამოყენების ინსტრუქციის მომზადება, შესაბამისი თანამშრომლებისთვის ტრენინგის ორგანიზება და ჩატარება;
ახალი დანადგარის მუშაობის შედეგების მონიტორინგი/ შედეგების გაზომვაში ჩართულობა;
დანადგარის შეფერხების შემთხვევაში, პრობლემის ანალიზსა და გადაჭრის გზების ძიებაში ჩართულობა.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება მექანიკური ინჟინერიის ან მექატრონიკის განხრით;
სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში (ცალკე ჯგუფად განიხილებიან გამოცდილების არ მქონე დამწყები სპეციალისტებიც);
პროგრამების ცოდნა: Pro-engineer და/ან SOLIDWORKS და/ან AutoCAD;
MS Office მაღალ დონეზე ცოდნა;
ინგლისური ენის ფლობა (კომპანიაში საკომუნიკაციო ენა ინგლისურია).
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 26 თებერვლისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
 
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.