The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
ლოგისტიკის მენეჯერი

ვაცხადებთ ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე MACH & MACH-ისთვის.

MACH & MACH გახლავთ ქართული საერთაშორისო ბრენდი, რომელიც შეიქმნა ქართველი დიზაინერების მიერ 2012 წელს და აერთიანებს ქალის ტანსაცმელსა და აქსესუარებს. ბრენდი აწარმოებს პრემიუმ კლასის პროდუქციას და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მაღაზიებთან და სტილისტებთან. 

აღნიშნული პოზიცია გულისხმობს გუნდის არსებულ პროცესებში ჩართვას, რაც ძირითადად უკავშირდება პროდუქტის EXW პირობით პარტნიორ მომწოდებლებთან გაგზავნას. ასევე პასუხისმგებელი იქნება კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის საჭიროების შესაბამისად, ლოგისტიკური კუთხით დახმარების გაწევაზე.

სამუშაო ადგილი
- თბილისი (ამერიკის საელჩოს მიმდ.ებარე ტერიტორია)
სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი, 09:00 – 18:00)
ანაზღაურება - 2 000 ლარი (Net) 

ძირითადი მოვალებები:
• MACH & MACH -ის პროდუქტის გაგზავნის ორგანიზებასა და მართვაში მონაწილეობის მიღება;
აუთსორსული ლოგისტიური კომპანიის პროგრესის და ეფექტურობის მართვაში მონაწილეობის მიღება;
კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტის დახმარება საჭირო გზავნილების/პროცესების სამართავად;
გზავნილების ეფექტურად ხელმძღვანელობა, სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება მათ  შორის ქარხნებისგან ინფორმაციისა და დოკუმენტების მოძიება/მომზადება; 
გადამზიდ კომპანიებთან - ფოსტასთან/ექსპრეს საკურიერო მომსახურების კომპანიებთან კომუნიკაცია და გზავნილების დაგეგმვა;
პროცესის მთლიანი ციკლის, მათ  შორის საბაჟო პროცედურების მართვა; 
• გზავნილების ყველაზე ეფექტური გეგმის შერჩევა ფასისა და ვადების გათვალისწინებით.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ან მომიჯნავე მიმართულებით;
ინგლისური ენის მაღალ  (Advance) დონეზე ცოდნა; 
Microsoft Office პროგრამების ფლობა;
საერთაშორისო გადაზიდვების/გზავნილების/ექსპრეს საკურიერო მომსახურების მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
• საბაჟო პროცედურების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 30 აპრილისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ  კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.