The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
შესყიდვების სპეციალისტი
 
ვაცხადებთ ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე სამშენებლო-სამონტაჟო კომპანია ჯეო-ელექტრონისთვის. 
 
კომპანია ჯეო-ელექტრონი არის ელექტრო-სამონტაჟო სისტემების ორგანიზაცია, რომელიც კომპანიებს სთავაზობს სერვისების ფართო ასორტიმენტს შემდეგი მიმართულებებით: ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები; ელექტრომოწყობილობების წარმოება; სახანძრო უსაფრთოებისა და ვიდეო სათვალთვალო სისტემები; განათების სისტემები; მონაცემდა გადაცემის სისტემა და შიდა ქსელები; მაგისტრატული ელექტროგადამცები ხაზების მშენებლობა. 
 
პოზიციაზე მივესალმებით კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ პრაქტიკული და თეორიული განათლების მიღების სურვილი და უნარი, ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის გრძნობა; არიან გუნდურები, ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და შრომისმოყვარე.
 
სამუშაო ადგილი: დისტანციური
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშ. - პარ.)
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (NET)
 
ძირითადი მოვალეობები:
• შესყიდვების პროცესის დაგეგმვა, მართვა და განხორციელება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე;
პროექტისთვის წინასწარ განსაზღვრული საჭიროების შესაბამისად, შესასყიდი 
საქონლის/მომსახურების ფასის ანალიზი ქართულ და უცხოურ ბაზარზე;
ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ სპეციფიკის შესაბამისად,  შესყიდვის საგნის (საქონელი, მომსახურება) ადგილის, მოწოდების პირობებისა და ვადების შესწავლა და შედარებითი ანალიზი;
არსებულ და პოტენციურ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, საუკეთესო მომწოდებლების გამოვლენის მიზნით და მათთან კომუნიკაცია;
მომწოდებლების ბაზის მუდმივი განახლება და საუკეთესო პირობებზე მოლაპარაკება;
შესასყიდი პროდუქციის ხარისხისა და ფასის ალტერნატივების მომზადება;
სატრანსპორტო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება საკუკეთესო ფასისა და პირობების მოპოვების კუთხით;
შესყიდვასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
შეკვეთილი ტვირთის შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობა სატრანსპორტო კომპანიებთან;
განბაჟების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
შესყიდული ტვირთის საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე ტრანსპორტირების კონტროლი;
პერიოდული რეპორტის წარმოება უშუალო ხელმძღვვანელისთვის;
• უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
სასურველია შესყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
ინგლისური ენის კარგად ცოდნა (სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
• საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა (MS Office).
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiting@stream.com.ge არაუგვიანეს 24 ივლისისა.
 
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
 
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.