The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
B2B გაყიდვების მენეჯერი
 
საკონსულტაციო კომპანია The STREAM-ის გუნდში ვიწვევთ მიზანდასახულ, აქტიურ და  გამოცდილ B2B გაყიდვების პროფესიონალს ჩვენი კომპანიის გაყიდვების მიმართულების განვითარებისა და წარმართვისათვის.
 
The STREAM (thestream.ge ) 2017 წლიდან ვთავაზობთ ორგანიზაციებს პროფესიონალურ, გამორჩეულ და თანამედროვე HRM (ადამიანური რესურსების მართვის) გადაწყვეტილებებს. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომელთა აქტივშიც სხვადასხვა სისტემების შემუშავების, დანერგვის, მართვის და კონსულტირების წარმატებული და მრავალფეროვანი გამოცდილებაა. 

The STREAM-ის მომავალი გაყიდვების მენეჯერისგან მოველით კომპანიის სერვისების და პროდუქტების გაყიდვების სრული პროცესის წარმართვას, მათ შორის:
 
კომპანიის მმართველ გუნდთან ერთად გაყიდვების სტრატეგიის და მისი შესაბამისი ოპერაციული გეგმის შემუშავებას და განხორციელებას. 
გაყიდვების სხვადასხვა არხებით კომპანიის პროდუქტების და სერვისების პოტენციური კლიენტებისთვის შეთავაზებას;
არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოებას;
არსებული და პოტენციური კლიენტების მონაცემთა ბაზების წარმოებას და ამ ბაზების მუდმივ განვითარებას;
კომპანიის გაყიდვების ზრდის მაჩვენებლების განსაზღვრას და მათ მიღწევას დასახულ პერიოდში.
 
მოლოდინი კვალიფიკაციასთან დაკავშირებით:
 
გაყიდვების სფეროში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება, განსაკუთრებით B2B გაყიდვების მიმართულებით;
სასურველია შესაბამის ან მომიჯნავე სფეროში განათლება, მისასალმებელია დამატებითი განათლება/ტრენინგები გაყიდვების და მოლაპარაკებების წარმართვის მიმართულებით;
ქართული ბიზნეს სექტორის კარგი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება; მისასალმებელია საერთაშორისო კომპანიებთან/კორპორაციებთან მუშაობის გამოცდილება;
დახვეწილი მეტყველება და კარგი კომუნიკაციური უნარები;
პრეზენტაციებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
პროცესების დამოუკიდებლად წარმართვის და ზოგადად დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
კოლეგიალურობა, პოზიტიურ კომუნიკაციაზე ორიენტირებულობა;
ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა.
 
ანაზღაურება:  

ფიქსირებული 1000 ლარი (NET) + ბონუსი + საკომუნიკაციო ხარჯები.
მოლოდინი: 
ანაზღაურება ბონუსების ჩათვლით 3000 ლარი და მეტი.
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე salesmanager@thestream.ge არაუგვიანეს 2019 წლის 15 ნოემბრისა
 
კომპანია STREAM იცავს კანდიდატების და მათი მონაცემების კონფიდენციალურობას, ნებისმიერი მონაცემი, მათ შორის ინფორმაცია ვაკანსიის კონკურსში მონაწილეობაზე გაიცემა მხოლოდ კანდიდატის თანხმობით.
 
გისურვებთ წარმატებებს!