The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
წარმოების ხარისხის ინჟინერი
 
კომპანია „Atlantic Georgia“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხარისხის ინჟინერის პოზიციაზე.
„Atlantic Georgia“, საერთაშორისო კომპანია „Group Atlantic“-ში შემავალი კომპანიაა, რომლის ქალაქ ქუთაისში მდებარე ქარხანა აწარმოებს წყლის გამაცხელებელ ავზებს.
 
კომპანია განიხილავს, როგორც ქუთაისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში მცხოვრები სპეციალისტების კანდიდატურებს, რომელთაც აქვთ მზაობა იმუშაონ ქუთაისში.
 
სამუშაო ადგილი - ქუთაისი
სამუშაოს განაკვეთი - სრული განაკვეთი
პოზიციის ტიპი - ინჟინერის პოზიცია
ანაზღაურება - კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
სოციალური პაკეტი - დაზღვევა, კვება
მივლინებები - შესაძლო მივლინებები და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები საზღვარგარეთ
 
ხარისხის ინჟინერის ძირითადი ამოცანებია - წარმოების პროცესის შესაბამისობის უზრუნველყოფა პროდუქციის მოთხოვნილ ხარისხთან, პროდუქციის და წარმოების პროცესების ხარისხის კონტროლი, ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროცესების ინსტრუქციების შექმნა/გაწერა და რეალობაში მათი განხორციელების კონტროლი, კალიბრაციის პროცესის მართვა და კონტროლი.
 
ძირითადი მოთხოვნები:
• საინჟინრო განათლება (ინდუსტრიული მიმართულებებით, როგორებიცაა მანქანათმშენებლობა, მექანიკური ინჟინერია და ა.შ.)
• საწარმოო გარემოს და წარმოების პროცესის მიმართ ინტერესი 
• ინდუსტრიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება
• ინდუსტრიულ სფეროში ხარისხის მართვის, ხარისხის კონტროლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
• ტექნიკური ინგლისურის ცოდნა
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე vacancy@thestream.ge არაუგვიანეს 2019 წლის 30 ნოემბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.