The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT

ანდერაიტინგისა და გადაზღვევის დირექტორი

საერთაშორისო სადაზღევო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ანდერაიტინგისა და გადაზღვევის დირექტორის თანამდებობაზე


სამუშაო ადგილი - თბილისი;

სამუშაოს განაკვეთი - სრული განაკვეთი, ორშაბათი - პარასკევი

ანაზღაურება - კონკურენტუნარიანი ანაზღაურება 

დამატებითი ბენეფიტი - თანამშრომელი გაივლის უცხოეთში პროფესიული განვითარების კურსებს მასთან შეთანხმებული კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის მიხედვით და კომპანიის მხარდაჭერით სისტემატურად გაეცნობა სადაზღვევო სფეროს სიახლეებს უცხოეთში 

ძირითადი მოვალეობები:

1. ანდერაიტინგის დეპარტამენტის სტრატეგიის განსაზღვრა

2. სადაზღვევო ბაზრის კვლევა

3. სადაზღვევო პორტფელის  შექმნა ყველა სახეობის რისკის გათვალისწინებით  და მისი ზარალიანობის მონიტორინგი

4. სტანდარტული სადაზღვევო პროდუქტების და შეთავაზებების შემუშავება 

5. ტენდერში მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხის განსაზღვრა

6. გადამზღვეველ კომპანიებთან ურთიერთობა, მათთან ხელშეკრულების გაფორმება და მოლაპარაკებების წარმოება    

7. სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვისას სტანდარტულ ტარიფზე ფასდაკლების ან/და დაზღვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში.   


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


1. უმაღლესი განათლება /ზუსტ მეცნიერებებში/ეკონომიკაში/ბიზნეს ადმინისტრირებაში ან უმაღლესი სამედიცინო განათლება

2. ანდერაიტინგის/რისკების ანალიზის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება

3. სადაზღვევო სფეროში მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება

4. სტატისტიკის საფუძვლების ცოდნა

5. საოფისე პროგრამა Excel სრულყოფილი ცოდნა

6. ინგლისური ენის კარგი ცოდნა

7. სტატისტიკური პროგრამების (SPSS, STATA) ცოდნა - სასურველია

8. მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია


დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე insurance@thestream.ge 

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.