The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
სამედიცინო ანდერაიტერი

საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „ევროინსი“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ანდერაიტერის თანამდებობაზე

ძირითადი მოვალეობები

სტანდარტული და არასტანდარტული სადაზღვევო პირობების და ტარიფების შემუშავება ჯანმრთელობის პროდუქტებისთვის; 
საბაზრო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით  სტანდარტული სადაზღვევო პროდუქტების პირობების შეცვლა (ვორდინგი, ტარიფები)
კონკურენტი სადაზღვევო კომპანიების პროდუქტების შეფასება;
ახალი სადაზღვევო პროდუქტების, სერვისებისა და ბენეფიტების დამუშავება მარკეტინგის დეპარტამენტთან თანამშრომლობით;
სადაზღვევო პერიოდის განახლებისას სადაზღვევო პროდუქტის გადახედვა ზარალიანობის, ტარიფების და პირობების კუთხით;
ყოველკვარტალურად პორტფელის ანალიზი სხვადასხვა კრიტერიუმებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

უმაღლესი სამედიცინო განათლება ან უმაღლესი განათლება /ზუსტ მეცნიერებებში/ეკონომიკაში/ბიზნეს ადმინისტრირებაში 
სამედიცინო ანდერაიტინგის/რისკების ანალიზის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება სადაზღვევო კომპანიაში
საოფისე პროგრამა Excel სრულყოფილი ცოდნა;
ინგლისური ენის კარგი ცოდნა

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე insurance@thestream.ge 
დედლაინი - 14.05.2020. 
 
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.

გასაუბრებები ტარდება დისტანციურად.

შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.