The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
მარკეტინგის მენეჯერი

კომპანია „გრატოს სათბურები“ ეძებს გუნდის ახალ წევრს - ყვავილებისა და მცენარეების მოყვარულ, ენერგიულ  ადამიანს მარკეტინგის  მენეჯერის პოზიციაზე.

„გრატოს სათბურები“ არის მაღალტექნოლოგიური  სათბური, რომელიც აწარმოებს ქოთნის ყვავილებს და ეზოს მცენარეებს. კომპანიას სურს გაზარდოს გაყიდვების არეალი და დააკმაყოფილოს ბაზრის მოთხოვნის  სხვადასხვა სეგმენტები თბილისსა და სქართველოს რეგიონებში. 

სათბურში მოყვანილი ქოთნის ყვავილები, ტროპიკული და დეკორტიული მცენარეები  განკუთვნილია ბაღის, აივნის, სახლის და ოფისის გასამწვანებლად. 

მოვალეობები:

კომპანიის გაყიდვისა და ბრენდის ცნობადობის გაზრდისთვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
წარმატებული მარკეტინგული კამპანიების განხორციელება იდეიდან შესრულებამდე;
კომპანიის მომხმარებელთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
გაყიდვების სტიმულირებისთვის პოტენციური გაყიდვების არხების შესწავლა B2B და B2C ჩათვლით;
სტრატეგიული კავშირების დამყარება და პარტნიორობა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, რეგიონალურ მაღაზიებთან და  მომწოდებლებთან;
კომპანიის ფასწარმოქმნის პოლიტიკის ჩამოყალიბება კონკურენტების ქცევის ანალიზის და მათი ფასწარმოქმნის სტრატეგიის გათვალისწინებით;
კომპანიის ვირტუალური იდენტობის შექმნა, მათ შორის: დიგიტალური კონტენტის შექმნა და მართვა (სოც მედია, ბლოგები... );
კომპანიის ვებ-გვერდის სტრუქტურის და შინაარსის მართვა;
მარკეტინგული ბიუჯეტის მომზადება და შესრულების მონიტორინგი;
გაყიდვების თანამშრომლების აყვანა და მონიტორინგი.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება  მარკეტინგში, სასურველია ბიზნესის ადმინისტირებაში;
მარკეტინგის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
კარგი კომუნიკაციური უნარები, როგორც წერითი ისე ვერბალური (ქართული, ინგლისური,  რუსული);
საიტის კონტენტის შექმნის გამოცდილება;
კომუნიკაციის არხების ცოდნა;
სამიზნე აუდიტორიის მოზიდვის გამოცდილება.

ანაზღაურება:

2 000-დან 3 000 ლარამდე კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე vacancy@thestream.ge  დედლაინი - 29.05.2020.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. 
 
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.