The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
გაყიდვების მენეჯერები

სატრანსპორტო საშუალებების (ავტომობილების, მოტოციკლეტების, სპეც-ტექნიკა) შემსყიდველი და გადამზიდავი კომპანია Global Auto Import, რომელიც 7 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით ოპერირებს, აფართოებს თავის საქმიანობას და ქმნის გაყიდვების გუნდს.
Global Auto Import-ს ესაჭიროება სრულ სამუშაო განაკვეთზე მომუშავე გაყიდვების მენეჯერები თბილისში, ბათუმსა და უკრაინაში. კომპანია ეძებს კომუნიკაბელურ, თავაზიან, მოტივირებულ, ორგანიზებულ და  უკონფლიქტო გუნდის წევრებს.
Global Auto Import მომავალ თანამშრომლებს სთავაზობს კონკურენტულ ანაზღაურებას, საბონუსე სისტემას, კომფორტულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

მომხმარებლის მოზიდვის მიზნით სტრატეგიის შემუშავება, შეთანხმება და განხორციელება;
პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა; 
მომხმარებელთან კომუნიკაცია (ოფისში, სატელეფონო, სოციალური ქსელებით);
მომხმარებლის დახმარება ავტოსატრანსპორტო საშუალების შერჩევისას;
მომხმარებლის ინფორმირება მისთვის სასურველი ავტოსატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის და გადაზიდვის დეტალების შესახებ;
გაყიდვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა;
გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდა;
პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაყიდვების სფეროში მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება; 
საოფისე პროგრამების ცოდნა;
სოციალურ ქსელებში დამკვეთებთან ურთიერთობის გამოცდილება;
გამართული მეტყველება;
ეფექტიანი დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტის უნარ-ჩვევები;
აუცილებელია რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (მეტყველება, წერა) უკრაინის ოფისის თანამშრომლებისთვის. 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე vacancy@thestream.ge 
გთხოვთ წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი.

დედლაინი - 25.09.2020 

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.