The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
HR პროცესების მართვის აუთსორსინგი
 
 
STREAM

ჩვენი მისიაა - საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების გაძლიერება მართვის თანამედროვე, ინოვაციური და ეფექტიანი მიდგომებით, მათთან პარტნიორობა ერთობლივი განვითარებისა და თანამშრომლებზე ზრუნვისათვის.
 
ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომელთა აქტივშიც სხვადასხვა სისტემების შემუშავების, დანერგვის, მართვის და კონსულტირების წარმატებული და მრავალფეროვანი გამოცდილებაა. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სფეროს ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, მკვლევრებთან და ტრენერებთან; ვიყენებთ როგორც აპრობირებულ, საუკეთესო პრაქტიკებს და თანამედროვე, ინოვაციურ მეთოდებს, ასევე ექსკლუზიურ, მხოლოდ ჩვენი პარტნიორებისთავის შექმნილ და მათზე მორგებულ საშუალებებს.
 
რატომ აუთსორსინგი?
 
ჩვენი აუთსორსინგის სამსახური, განახორციელებს თქვენი კომპანიის HR პროცესების სრულ ან ნაწილობრივ მართვას. რის შედეგადაც თქვენ:
 
მიიღებთ
• ნებისმიერი მასშტაბის და სირთულის HR პროცესების განხორციელებისათვის სრულყოფილად დაკომპექტებულ პროფესიონალთა გუნდს და შესაბამის რესურსს;
მოწესრიგებულ HR პროცესებს და პოლიტიკებს;
ორგანიზაციის გამოწვევებისათვის HR კომპონენტის მუდმივ მზაობას, სწრაფი ადამპტირების და მოქნილობის რესურსს.
• ძლიერ პარტნიორს STREAM-ის მთელი გუნდის სახით.
დაზოგავთ
• ფინანსებს - HR პროცესების სრული ან ნაწილობრივი აუთსორსინგი, ჩვეულებრივ იმაზე ნაკლებ ფინანსურ დანახარჯებს გულისხმობს, ვიდრე ამ პროცესებისათვის საკმარისი HR გუნდის ორგანიზაცაში შეკრება.
ადამიანურ რესურს - შეძლებთ თქვენი პროფესიონალების ცოდნა და ენერგია მიმართოთ კომპანიის სხვა ამოცანებზე.
• მატერიალურ და ტექნიკურ რესურსს -  ნებისმიერი თანამშრომელი, მათ შორის HR მიმართულების სპეციალისტიც, ხელფასის გარდა საჭიროებს დამატებით მატერიალურ და ტექნიკურ რესურსს (მათ შორის სამუშაო ადგილი, სამუშაო ტექნიკა, საკომუნიკაცო და სატრანსპორტო ხარჯები და ა.შ.) რაც იზოგება აუთსორსინგის შემთხვევაში (HR სპეციალისტებისათვის).
აუთსორსინგის მომსახურება მოიცავს:

ადამიანური რესურსების მართვისათვის საჭირო დოკუმენტაციის შექმნას:
• სამუშაოს აღწერილობები;
შინაგანაწესი;
ეთიკის/ქცევის კოდექსი;
HR სტრატეგია;
• HR პოლიტიკის დოკუმენტები.
პერსონალის ადმინისტრაციის მართვას:
• შრომითი ხელშეკრულებების ადმინისტრირება;
თანამშრომლების პირადი საქმეების ადმინისტრირება;
შვებულების სისტემის შემუშავება და მართვა;
სამუშაო ცვლების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრა და გრაფიკის შემუშავება;
თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანის, შვებულების, მივლინების და სხვა სახის ბრძანებების და დოკუმენტების შემუშავება და მათი წარმოების მართვა;
• თანამშრომელთა დასწრების მართვა.
თანამშრომელთა ანაზღაურების მართვა/ადმინისტრირებას (Pay roll):
• კომპენსაციების და ბენეფიტების მართვა;
სახელფასო ფაილების მომზადება;
ცვლადი ანაზღაურების კალკულაციები;
შვებულებების, დასვენების დღეებისა და ავადმყოფობის დღეების კალკულაცია;
მივლინებებისა და ხარჯების მენეჯმენტი;
თანამშრომელთა ბენეფიტების: დაზღვევის, საბანკო  ბარათებისა და სხვ. ადმინისტრირება და მენეჯმენტი;
• ანალიტიკური რეპორტები (სახელფასო, ბენეფიტების და სხვა).
ახალი თანამშრომლების მოძიებას:
• შერჩევის პროცესის მართვა: ვაკანსიის განაცხადის ჩამოყალიბებიდან დაქირავებამდე;
ჰედ ჰანტინგი;
• ახალი თანამშრომლის სოციალიზაციისა და გუნდთან ინტეგრაციის პროცესის მართვა.
თანამშრომელთა ტრენინგები და განვითარება:
• თანამშშრომელთა განვითარებისა და ტრენინგების საჭიროებების კვლევა;
თანამშრომელთა განვითარების პროგრამების შექმნა;
სწავლების პროგრამების და ტრენინგების ორგანიზება;
• ტრენინგების ეფექტიანობის შეფასება.
HR სისტემების შემუშავებას და დანერგვას:
• თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა;
თანამშრომელთა ატესტაციის სისტემა;
მოტივაციის სისტემა;
განვითარების და ტრენინგის სისტემა;
შიდა კომუნიკაციის სისტემა;
• თანამშრომელთა კეთილდღეობისა და სტრესის მართვის პროგრამები;
ანალიტიკური რეპორტები და HR მეტრიკები 
 თანამშრომელთა გადინების მაჩვენებელი; 
• შრომის ანაზღაურების სისტემა.
შრომითი კმაყოფილება, ჩართულობა;
თანამშრომელთა ლოიალობა;
ორგანიზაციული კულტურისა და კლიმატის კვლევა.
HR პროცესების აუთსორსინგის ბიუჯეტი

HR პროცესების აუთსორსინგის ბიუჯეტი განისაზღვრება სხვადასხვა პარამეტრების გათვალისწინებით, მათ შორის: 
• კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობის;
გეოგრაფიული მდებარეობის და განფენვის (რომელ ქალაქში მდებარეობს კომპანია, აქვს თუ არა ფილიალები/ობიექტები სხვა რეგიონებში, მოქმედებს საქართველოს მასშტაბით თუ მის ფარგლებს გარეთაც);
აუთსორსინგის პროცესის ხანგრძლიობის;
აუთსორსინგის ტიპის (სრული აუთსორსინგი, ნაწილობრივი აუთსორსინგი, აუთსორსინგი თანამშრომლის ინტეგრირებით);
• ნაწილობრივი აუთსორსინგის შემთხვევაში, მართვაში გადმოცემული ფუქნციების სპეციფიკის,
და სხვა პარამეტრების მიხედვით, რომლებიც დგინდება ინდივიდუალურად პარტნიორ კომპანიასთან.