HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ვაცხადებთ ვაკანსიას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე მიკროსაფინანსო კომპანია ,,ლიდერ კრედიტისთვის“, რომელიც 2011 წელს დაარსდა და დღემდე წარმატებით ახორციელებს ფინანსურ საქმიანობას.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://leadercredit.ge/
პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე, ენერგიულ, პოზიტიურ, კომუნიკაბელურ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ პროცესების დამოუკიდებლად მართვის უნარი და მოტივაცია შექმნან, განავითარონ და გაიზიარონ წარმატება გუნდთან ერთად.
სამუშაო ადგილი - თბილისი (ჩუღურეთი, თამარ მეფის გამზირი)
სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი, 09:30 სთ -18:30 სთ, შაბათი - მონაცვლეობით 10:00 – 14:00 სთ)
ანაზღაურება - 4500 - 5000 ლ. (NET)
პოზიციის რანგი - ხელმძღვანელი პოზიცია
დაქვემდებარება - ექვემდებარება ადამიანური რესურსების მართვის და ბიზნესის განვითარების დირექტორს
ხელმძღვანელობა - HR დეპარტამენტის 2 თანამშრომელი
ძირითადი მოვალეობები:
• კომპანიაში არსებული ადამიანური რესურსების მართვა, HR პროცესების მუდმივი მონიტორინგი;
• თანამშრომელთა შერჩევის სრული ციკლის და ონბორდინგის პროცესის მართვა;
• საჭიროებისამებრ, კონკრეტულ პოზიციაზე სამუშაო აღწერის ან/და თანამდებობრივი ინსტრუქციების შექმნა/განახლება;
• HR ადმინისტრაციული პროცესების მართვა (თანამშრომელთა პირადი საქმეების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება);
• HR პროგრამაში (self.ge) მონაცემების ასახვა (თანამშრომლის დანიშვნა, გრაფიკების ცვლილება, როტაციების განსაზღვრა, შვებულებების მართვა...)
• ყოველთვიური სახელფასო ფაილების მომზადება;
• თანამშრომელთა კარიერული განვითარების პროგრამის (Learning & Development) შემუშავება და დანერგვა, საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ტრენინგების ან/და შეხვედრების დაგეგმვა თანამშრომლებისთვის;
• თანამშრომლების მოტივაციასა და განვითარებაზე ზრუნვა, წამახალისებელი ღონისძიებებისა და აქტივობების ინიცირება და ორგანიზება;
• HR პროექტების, ორგანიზაციული კვლევების დაგეგმვა და განხორციელება;
• ორგანიზაციულ კულტურაზე/გარემოზე მუდმივი ზრუნვა;
• საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა რეპორტის წარმოება.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, პრიორიტეტულია - საფინანსო სფეროში ან ქსელურ (24/7) კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
• ადამიანური რესურსების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
• აუცილებელია საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
• ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
• საოფისე პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@stream.com.ge არაუგვიანეს 17 ოქტომბრისა.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM -ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.