ტექნიკოსი
ვაცხადებთ ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე კომპანიისთვის „მეიდან ჯგუფი“.
„მეიდან ჯგუფი“ დაარსდა 2000 წელს და წარმატებით ოპერირებს უძრავი ქონების მიმართულებით, განკარგავს ძველი თბილისის რაიონში არსებულ კომერციულ/საოფისე ფართებს და უზრუნველყოფს მათ უნაკლო მდგომარეობაში შენარჩუნებას.
„მეიდან ჯგუფი“ ეძებს ტექნიკური-სარემონტო-სამშენებლო მიმართულებით გამოცდილების მქონე კანდიდატებს, რომლებიც შეუერთდებიან მეიდან ჯგუფის ტექნიკურ გუნდს და აქტიურად ჩაერთვებიან ბიზნეს ცენტრის საოფისე და კომერციული ფართების ტექნიკური გამართულობის და მასში შემავალი სხვადასხვა სახის ინვენტარისა თუ მოწყობილობების სრულყოფილად ფუნქციონირების უზრუნველყოფაში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოტე აფხაზის 44
სამუშაო განაკვეთი: სრული გრაფიკი (კვირაში 40 სამუშაო საათი)
ანაზღაურება: 1500 ლარი (NET), წელიწადში ორჯერ პრემიების შესაძლებლობა
დამატებითი საკომპენსაციო პაკეტი: ჯანმრთელობის დაზღვევა, სატელეფონო ხარჯები
ძირითადი მოვალეობები:
• ბიზნეს ცენტრის, კომერციული/საოფისე ფართების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა-ზედამხედველობა;
• სხვადასხვა სახის ტექნიკური სამუშაოების შესრულება (მაგ. ელექტრო ჩამრთველის შეკეთება/გამოცვლა, საკეტის, მინის გამოცვლა და ა.შ);
• გათბობა-გაგრილების საშუალებების გამართულად მუშაობის ზედამხედველობა და მცირე ტექნიკური სამუშაოების შესრულება (მაგ. ფილტრის გამოცვლა, გაწმენდა და ა.შ);
• სხვადასხვა სახის მცირე სარემონტო სამუშაოების წარმოება (მაგ. დაზიანებული ლამინატის გამოცვლა, კედლის დაზიანებული ადგილის შელესვა/შეღებვა და ა.შ.);
• მსხვილი დაზიანებების ან მსხვილი სარემონტო სამუშაოების, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
ძირითადი მოთხოვნები:
• გამოცდილება ტექნიკური მიმართულებით მინიმუმ 4 წელი. განიხილება ისეთი მიმართულებები როგორიცაა - მშენებლობა / რემონტი / ტექნიკური ექსპლუატაცია / მონტაჟი / ელექტრომონტაჟი და ა.შ.;
• ელექტრო, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების წარმოების და უსაფრთხოების პრინციპების ცოდნა;
• გათბობა-გაგრილების აგრეგატებთან მუშაობის და ექსპლუატაციის ელემენტარულ დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე 577 446 447 არაუგვიანეს 30 სექტემბერს.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.