The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
HR მენეჯერი

ვაცხადებთ ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია Ecovis Georgia-სთვის.
 
Ecovis Georgia (ყოფილი შპს ATA partners) დაარსდა 2013 წლის იანვარში. 2020 წლიდან ECOVIS Georgia გახდა ECOVIS International–ის წევრი და პარტნიორი საქართველოში. 2021 წლის აპრილში მარეგულირებლისგან ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის საფუძველზე კომპანიას მიენიჭა მეორე კატეგორია. 
 
სამუშაო ადგილი - თბილისი აფაქიძის ქ., N5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ -19:00 სთ)
ანაზღაურება - 3000 - 5000 (NET)

პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე, ენერგიულ, პოზიტიურ, კომუნიკაბელურ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ პროცესების დამოუკიდებლად მართვის უნარი, მოტივაცია განვითარდნენ და შექმნან, განავითარონ და გაიზიარონ წარმატება გუნდთან ერთად.

ძირითადი მოვალეობები:
ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, სისტემების მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება; 
ადამიანური კაპიტალის მართვის პროცესებისა და ოპერაციების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
HR ადმინისტრაციული პროცესების მონიტორინგი;  
სამუშაო აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება/განახლება; 
თანამშრომელთა შერჩევის პროცესის მართვა; 
ახალი თანამშრომლის ადაპტაციის პროცესის მართვა; 
შიდა საკომუნიკაციო სისტემების განვითარება - თანამშრომელთა მუდმივი ინფორმირება ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მიმართულებით განხორციელებულ პროცედურულ ცვლილებებთან დაკავშირებით; 
თანამშრომელთა სამოტივაციო და კარიერული განვითარების სისტემების განხორციელება, განვითარებაზე ზრუნვა;
სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიების ორგანიზება.
 
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება; 
ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR-ის ყველა მიმართულებით; 
ადამიანური რესურსების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (HR Manager, HR Generalist, HR business partner);
ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2);
საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა.
 
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@stream.com.ge არაუგვიანეს 12 ოქტომბრისა.
 
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური.
 
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის  შესაბამისად.