აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი
ვაცხადებთ ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე ტექნოლოგიური კომპანიისთვის, რომელიც სპორტულ, გასართობ, სათამაშო ბიზნსეში მოღვაწეობს და ოპერირებს 20-ზე მეტ ქვეყანაში, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბრენდებით.
პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი გამოცდილების მქონე, ორგანიზებულ, შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულ, სწრაფი ადაპტაციისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარებით გამორჩეულ კანდიდატებს.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი - სრული
დაქვემდებარება - აღმასრულებელი დირექტორი და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი
ძირითადი მოვალეობები:
• აღმასრულებელი დირექტორის მივლინებების ორგანიზება;
• აღმასრულებელი დირექტორის ყოველდღიური კალენდრის განახლება და მართვა;
• შეხვედრების ორგანიზება და თანმდევი პროცესების მონიტორინგი;
• აღმასრულებელი დირექტორის ლოჯისტიკური და ადმინისტრაციული საკითხების მხარდაჭერა;
• ყოველდღიური ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მართვა.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• სამუშაო გამოცდილება პირადი ასისტენტის, ადმინისტრაციული, ოფისის მენეჯერის, პრემიუმ ბანკინგში კონსიერჟის პოზიციაზე;
• ლოჯისტიკური და მივლინებებთან დაკავშირებული საკითხების მართვის გამოცდილება;
• ინგლისური ენის (C1-C2) დონეზე ცოდნა (სასურველია რუსული ენის ცოდნა);
• საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@thestream.ge არაუგვიანეს 4 ივლისისა.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM -ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.