The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
საერთაშორისო ექაუნთ მენეჯერი

ვაცხადებთ ვაკანსიას საერთაშორისო ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე MACH & MACH-ისთვის.

MACH & MACH გახლავთ ქართული ბრენდი, რომელიც შეიქმნა ქართველი დიზაინერების მიერ 2012 წელს და აერთიანებს ქალის ტანსაცმელსა და აქსესუარებს. ბრენდი აწარმოებს პრემიუმ კლასის პროდუქციას და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მაღაზიებთან და სტილისტებთან.

პოზიციაზე მივესალმებით განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც ექაუნთის წარმატებით სამართავად შეისწავლიან მათი ექაუნთის რეგიონების კულტურულ თუ გეოგრაფიულ თავისებურებებს და ნიუანსებს.

სამუშაო განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს ამ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანის მოლაპარაკებების მართვის, პრეზენტაციების ჩატარების, დეტალებზე ორიენტაციის, პრობლემის გადაჭრის, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარებს.

სამუშაო ადგილი - თბილისი, გვირილების # 23 და შალიკაშვილის #8 კვეთაზე (ამერიკის საელჩოს უკან)
სამუშაო განაკვეთი - სრული (09:00 – 18:00, შაბათ -კვირისა და დასვენების დღეების გარდა)
ანაზღაურება - 3 000 ლარი (Net) + ბონუსები
 
ძირითადი მოვალეობები:
• მისი რეგიონის ფარგლებში რითეილერ კომპანიებთან ურთიერთობების აწყობა და შენარჩუნება.
მოქმედებს ექაუნთის ფარგლებში შემავალი რეგიონის (არეალის) პარტნიორებთან როგორც MACH & MACH-ის მთავარი საკონტაქტო პირი, მისი უფლებამოსილების ფარგლებში;
პარტნიორებთან ეფექტიანი კომუნიკაცია და  ბრენდისთვის მომგებიანი მოლაპარაკებების წარმოება ექაუნთის ფარგლებში შემავალი რეგიონის (არეალის) წარმომადგენლებთან;
ექაუნთთან დაკავშირებული პროცესების სრული ციკლის კოორდინირება;
მისი ექაუნთის ფარგლებში შემავალი რეგიონის (არეალის) პოლიტიკურ-ეკონომიკური, გეოგრაფიული, კულტურული თავისებურებების, კომუნიკაციის ფორმების, მოდის ტენდენციების შესახებ მიმდინარე სიტუაციის მუდმივი მონიტორინგი და გათვალისწინება თანამშრომლობის პროცესში;
ბრენდის მომხმარებლის და პარტნიორი კომპანიების მოთხოვნების იდენტიფიცირება და შესაბამისი ასახვა;
პროცესის მუდმივი მონიტორინგი და მასში აქტიური ჩართულობა;
კომპანიის ანალიტიკურ გუნდათ მჭიდრო თანამშრომლობა ექაუნთის რისკების და პრობლემების პროაქტიულად გამოვლენის, შეფასების და პოტენციური ზიანის შემცირების მიზნით;
კომპანიის სხვა დეპარტამენტების დახმარება ექაუნთში შემავალი პარტნიორების მხრიდან საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში და მათთან კომუნიკაციის დარეგულირებაში;
ახალი სეზონის პრეზენტაციების (Line Sheet, და ა.შ) შედგენაში აქტიური მონაწილეობა და მათი წარდგენის უზრუნველყოფა ექაუნთის ფარგლებში შემავალი თუ პოტენციური პარტნიორებისთვის;
მიღებული შეკვეთების ასახვა კომპანიის ERP სისტემაში,  შეკვეთის სტატუსის მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი;
რეგიონის მარკეტინგულ აქტივობებში აქტიური ჩართულობა; აქტივობების მიმდინარეობის კონტროლი;
კომპანიის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და შემდგომში დამტკიცებული სტრატეგიით მოქმედება;
• კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე საზღვარგარეთ მივლინებაში გამგზავრება.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ან მომიჯნავე მიმართულებით;
აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი მსაგვსი სამუშაო გამოცდილება;
სასურველია საერთაშორისო ბაზარზე, კლიენტებთან ურთიერთობის და მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება. საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ინგლისური ენის Advance დონეზე ცოდნა; 
• Microsoft Office პროგრამების ფლობა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 25 მარტისა
 
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.
 
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
 
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.