სამშენებლო მაღაზიის მენეჯერი
ვაცხადებთ ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე კომპანია Benet-ის სამშენებლო მაღაზიისათვის.
კომპანია Benet-ის სამშენებლო მაღაზია მდებარეობს მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსებით სავსე უბანში და მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და სარემონტო მასალების ფართო არჩევანს (https://www.facebook.com/benetuniversal/).
კომპანია, ბიზნესის გაფართოების და გრძელვადიანი განვითარების კონტექსტში, ეძებს გამოცდილ და შრომისმოყვარე მენეჯერს, რომელიც შეძლებს მაღაზიის მართვას და განვითარებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, პაატა დათუაშვილის ქ. #21
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: 09:30 - 19:00
ინფორმაცია მაღაზიის შესახებ: სავაჭრო სივრცე 120 კვ/მ, 4 თანამშრომელი, 5500-6000 დასახელების პროდუქტი
ანაზღაურება: სავარაუდო დიაპაზონი 2500 – 3000 ლარი (NET) + ბონუსი (ანაზღაურების და ბონუსების ოდენობა დაზუსტდება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად)
ძირითადი მოვალეობები:
• მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კონტროლი;
• პროდუქციის განლაგების და სავაჭრო სივრცის ორგანიზების უზრუნველყოფა;
• კომფორტული სავაჭრო გარემოს შექმნა და მომხმარებელთა მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
• პროდუქციის ასორტიმენტის ანალიზი და ოპტიმიზაცია მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად;
• გაყიდვების, ინვენტარის, პროდუქციის მარაგისა და თანამშრომელთა მუშაობის ანგარიშგების წარმოება;
• მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი რეალიზაცია ახალი მომხმარებლების მოსაზიდად და არსებული მომხმარებლების ერთგულების გასაზრდელად;
• ეფექტიანად და პროფესიონალურად მომუშავე თანამშრომელთა გუნდის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, მათი საქმიანობის მონიტორინგი და სწავლება-განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
• სპეციალიზებული პროგრამების გამოყენებით ინვენტარისა და გაყიდვების მართვა.
ძირითადი მოთხოვნები:
• საცალო ვაჭრობაში გამოცდილება, სასურველია სამშენებლო მასალების, ან მასთან დაკავშირებულ სფეროებში;
• მცირე სავაჭრო სივრცეში პროდუქციის ასორტიმენტის და განლაგების ეფექტური მართვის ცოდნა და უნარი;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• სასურველია ინგლისური, ან სხვა უცხო ენის ცოდნა;
• მარკეტინგული უნარები და გამოცდილება მომხმარებლების მოსაზიდად და მარკეტინგული აქტივობების განსახორციელებლად;
• მაღაზიის ფუქნციონირების ყველა ასპექტის შესახებ ზუსტი ანგარიშების წარმოების (და წარდგენის) ცოდნა და უნარი ;
• ლიდერული უნარები, თანამშრომლების მოტივაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს კომპანია Benet გთავაზობს:
• გრძელვადიანი დასაქმების პერსპექტივას, ზრდის და განვითარების შესაძლებლობას კომპანიაში, რომელიც გეგმავს ქსელური მაღაზიების შექმნას და გაფართოებას;
• კონკურენტუნარიანი ხელფასს და ბონუსების სისტემას, რომელიც დამოკიდებულია შედეგებზე;
• მეგობრულ გუნდს და კომფორტულ სამუშაო პირობებს;
• შესაძლებლობას გახდეთ ამბიციური პროექტის ნაწილი და შეიტანოთ წვლილი მის განვითარებაში.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiting@stream.com.ge არაუგვიანეს 5 მაისისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM -ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.