The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
ლიზინგის მენეჯერი

ვაცხადებთ ვაკანსიას ლიზინგის მენეჯერის პოზიციაზე სავაჭრო ცენტრისთვის.
პოზიციაზე მივესალმებით კანდიდატებს, რომელთაც აქვთ ბიზნესის განვითარებისა და შემოსავლების ზრდის პროაქტიული მიდგომა, აქვთ შესაბამისი  გამოცდილება, კომუნიკაციის, გადაწყვეტილებების მიღების, ანალიტიკური,  გუნდური მუშაობის და ორგანიზების უნარები. 

სამუშაო განაკვეთი
-  სრული სამუშაო გრაფიკი (10:00-19:00 სთ)
ადგილმდებარეობა  -  თბილისი
დაქვემდებარება - დირექტორი

ძირითადი მოვალეობები:

ლიზინგის მენეჯერი პასუხისმგებელია სავაჭრო ცენტრის შემოსავალზე, გრძელვადიან იჯარის ხელშეკრულებებზე, ახალი მოიჯარეების მოძიებასა და სავაჭრო ცენტრში განთავსებაზე ცენტრის სტრატეგიისა და სპეფიციკის გათვალისწინებით.
სავაჭრო ცენტრის სტრატეგიისა და მოთხოვნების შესაბამისად მოიჯარისა და ბრენდის შერჩევა, მოლაპარაკებების წარმართვა;
ახალი მოიჯარეების მოძიება, კომუნიკაცია, შეხვედრების დაგეგმვა, კომერციული შეთავაზების მომზადება და წარდგენა; საიჯარო ხელშეკრულებების მომზადება; 
ბაზრის შესწავლა, რეგიონალური საცალო ბაზრის კონკურენტების შესწავლა, ტენდენციების გათვალისწინება;
მოიჯარეებთან მოლაპარაკება იჯარის ხელშეკრულებების პირობებზე, იჯარის ვადაზე და ადგილმდებარეობაზე, ვადის გასვლის, გადატანის ან გაფართოების შემთხვევაში, ასევე, ბაზრის მიმდინარე მდგომარეობისა და შესრულების გადახედვის ან სხვა ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე;
მენეჯმენტთან რეპორტინგი მოლაპარაკებების მიმდინარეობის, ეტაპების, სქემებისა და ანგარიშების შესახებ;
რეპორტინგი მენეჯმენტთან სალიზინგო საქმიანობის, ქირის გადასახადის, შენობის ექსპლუატაციის, ახალი შესაძლო მოიჯარეების, გაფორმებული ხელშეკრულებების, გახსნის, მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:
აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; 
ინგლისური ენის ფლობა მაღალ დონეზე;
იჯარის ხელშეკრულებების რეგულაციების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiters@thestream.ge არაუგვიანეს 2025 წლის 20 მაისისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM -ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.