სათადარიგო ნაწილების და სერვისის გაყიდვების წარმომადგენელი
ვაცხადებთ ვაკანსიას სათადარიგო ნაწილების და სერვისის გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე კომპანია ,,ბორუსან კატის წარმომადგენლობა საქართველოსთვის“.
კომპანია ,,ბორუსან კატი“ წარმოადგენს ,,კატერპილარის“ ოფიციალურ დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ახალ და მეორად ტექნიკას, გაქირავების მომსახურებას და მომხმარებელთა მხარდაჭერას. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულის მეშვეობით: http://www.borusancat.ge
სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის გაყიდვების წარმომადგენელი პასუხისმგებელი იქნება სათადარიგო ნაწილების გაყიდვებზე, მიმდინარე და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების მოძიებასა და გაყიდვების განვითარებაზე.
პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მოლაპარაკებების მართვის, კომუნიკაციის, დროის სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარები.
სამუშაო განაკვეთი - სრული
ანაზღაურება - კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება + საბონუსე სისტემა
დამატებითი საკომპესაციო პაკეტი - დაზღვევა, კორპორატიული მანქანა, ლანჩი
ძირითადი მოვალეობები:
• მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია;
• გაყიდვების პროცესის მართვა - პროდუქტის, სერვისის, ფასების შეთავაზება და კონტრაქტის პირობების შეთანხმება;
• მომხმარებლის ანგარიშების მართვა;
• გაყიდვების პროცესის გამართულად წარმოება - შეკვეთის დამუშავება, ნაწილების მიწოდებასა და გადახდასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზება;
• განახლებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის;
• მომხმარებლის მოთხოვნების მაქსიმალური მხარდაჭერა და შესრულებაზე პასუხისმგებლობა.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
• მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება სათადარიგო ნაწილების ან სერვისის გაყიდვების მიმართულებით;
• ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
• კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Outlook) ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@thestream.ge არაუგვიანეს 26 მარტისა.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებებს გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.