The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
ინფორმატიკის ფაკულტეტის დეკანი

ვაცხადებთ ვაკანსიას ინფორმატიკის ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე კერძო ავტორიზებული საერთაშორისო უმაღლესი სასწავლებლისთვის (უნივერსიტეტი).

პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ კომუნიკაციის, გადაწყვეტილებების მიღების, ანალიტიკური,  გუნდური მუშაობის და ორგანიზების უნარები. 
 
ადგილმდებარეობა - თბილისი
სამუშაო განაკვეთი - არასრული, ჰიბრიდული ფორმატი (ონლაინ + ადგილზე მოსვლა, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით)
ანაზღაურება - 5 000 ₾
 
ძირითადი მოვალეობები:
• ფაკულტეტზე სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ეფექტურად მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
ფაკულტეტისა და სასწავლო პროგრამების ხარისხზე, იმიჯზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მოზდივაზე ზრუნვა;
ფაკულტეტის სტრუქტურის და დებულებების, ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის, ასევე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების (პროექტების) შემუშავება ფაკულტეტის საბჭოსთან კოორდინირებით;
ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განხორციელებაში პროგრამის ხელმძღვანელთა და აკადემიური/მოწვეული პერსონალის მუშაობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ფაკულტეტის აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული პერსონალის შედეგების შეფასება/განხილვა, მათი პროფესიული განვითარების დაგეგმვა;
აკადემიური პერსონალის, დარგის სპეციალისტების, პროგრამის ხელმძღვანელების, კოორდინატორის, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის, დამხმარე პერსონალის კანდიდატურების მოძიებაში, შესაბამის ორგანოებთან წარდგენასა და თანამდებობის დანიშვნის პროცესში მონაწილეობის მიღება;
სკოლაში აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე  სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და მისი წარმართვის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის მოწვევის პროცესის წარმართვა;
საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდებებზე კანდიდატურების წარდგენა;
დოქტორანტურასა და მაგისტრატურაში სტუდენტთა ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობა;
ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა ფაკულტეტის მიღწევებისა და გეგმების თაობაზე
ფაკულტეტის წამომადგენლობა მესამე პირებთან ურთიერთობაში
საგრანტო კონკურსებში ფაკულტეტის პერსონალის ჩართულობის უზრუნველყოფა;
• სტუდენტებთან შეხვედრების გამართვა, უკუკავშირის გაზიარება.
ძირითადი მოთხოვნები:
• დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
უმაღლესი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებებში ან მომიჯნავე სფეროში; სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება;
ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
• ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე vacancy@thestream.ge არაუგვიანეს 30 მარტისა.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (
http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.

შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებებს გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.