მომხმარებლის მრჩეველი
ვაცხადებთ ვაკანსიას მომხმარებლის მრჩეველის პოზიციაზე კომპანია ბოიგარსისთვის.
ბოიგარსი (Boygar’s) არის ახალი კომპანია მოდის სამყაროში, რომლის დამფუძნებლების სურვილია საქართველოში ე.წ. luxury გამოცდილების შექმნა. თქვენ შეგიძლიათ ბოიგარსთან ერთად გადაეშვათ ამ ამაღელვებელ მოგზაურობაში, გაიაროთ საოცრად საინტერესო გზა და ყოველდღიურ საქმიანობაში განიცადოთ თქვენი ინტერესების და მისწრაფებების რეალიზებით მონიჭებული სიამოვნება. ბოიგარსის მიზანია შექმნას გუნდი, რომლის თითოეული წევრი მრავალი წლის განმავლობაში იამაყებს თავისი პროფესიით, საქმიანობით და სამუშაო გარემოთი.
ბოიგარსი ქმნის არა მხოლოდ ბრენდს, იგი ქმნის ცხოვრების სტილს, მემკვიდრეობას და გამოცდილებას, რომელიც განსაზღვრავს luxury სფეროს საქართველოში. ბოიგარსში მიესალმებიან განსაკუთრებულ პიროვნებებს, რომლებიც შეუერთდებიან მომხმარებლის მრჩევლებად და გახდებიან ბოიგარსის სახე.
• იყავი პირველი
• იყავი გულისხმიერი
• იყავი მიზანდასახული
• იყავი ბოიგარსის ოჯახის წევრი
სამუშაო ადგილი - თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 15
სამუშაო განაკვეთი - სრული
ანაზღაურება - 1500 ლარი (NET) + ბონუსი
თქვენი, როგორც კლიენტის მრჩეველის როლი:
თქვენ, როგორც კლიენტის მრჩეველი, ხართ ბოიგარსის ელჩი, მისი ფილოსოფიის და ღირებულებების მთავარი მცველი. თქვენი მისიაა გაყიდვების მაჩვენებლების მაქსიმალიზება ვიზიტორებთან ურთიერთობაზე ზრუნვით, ბრენდის ლოიალობის კულტივირებით და მომხმარებლისთვის ბოიგარსი სამყაროს გაზიარებით.
თქვენი პასუხისმგებლობა მოიცავს:
• მომხმარებლის მომსახურების პროცესის ხელოვნების დონეზე აყვანას და მათი მოლოდინების მუდმივად გადაჭარბებას;
• მომხმარებლის გულთბილი მიღების ცერემონიაში მონაწილეობას, მათ სიამოვნებაზე პრიორიტეტულად ზრუნვას;
• ნდობისა და ურთიერთგაგების გზით მომხმარებელთან კავშირის დამყარებას, გაძლიერებას და გაღრმავებას;
• ისეთი გამოცდილების შექმნას, რომელიც მომხმარებელს უბიძგებს ისევ და ისევ დაუბრუნდეს ბოიგარსის მაღაზიას;
• მოდის ტენდენციების და ფუფუნების სფეროს განვითარების საქმის კურსში ყოფნას და ექსპერტული რეკომენდაციების შეთავაზებას;
• ბრენდების, პროდუქციის და ინდუსტრიის სფეროში თვითგანათლებას;
• მომხმარებელთან როგორც მაღაზიაში, ასევე მის გარეთ კავშირზე ყოფნას და ურთიერთობას;
• ინდივიდუალური გაყიდვების გეგმებისა და ეფექტურობის მაჩვენებლების გადასაჭარბებლად ჯვარედინ გაყიდვებში პროაქტიული მონაწილეობას;
• CRM (Customer Relationship Management) სისტემაში მუშაობას და მონაცემების მუდმივი განახლებას.
თქვენი ექსპერტიზა:
• მოდის, luxury-ს, დიზაინის, ხელოვნების და მსგავსი სფეროების მიმართ ინტერესი და კომპეტენცია;
• სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება, მაღაზიაში წინა ხაზზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
• წერის, გრამატიკის და ესთეტიკური მგრძნობელობის დახვეწილი უნარი;
• პროდუქტის წარდგენის უნარი;
• ქართული და ინგლისური ენების კარგად ფლობა (რუსული ჩაითვლება დამატებით უპირატესობად).
თქვენი პიროვნული თვისებები:
• ღია, ცნობისმოყვარე და აქტიური ხასიათი;
• მოსმენის და ადამიანების გაგების განსაკუთრებული უნარი და ინტუიცია;
• კონფიდენციალობის მიმართ პასუხისმგებლური დამოკიდებულება;
• პროდუქტთან ფრთხილი, აკურატული მოპყრობა;
• თავდაჯერებულობა და საქმის წარმართვის ბუნებრივი ნიჭი;
• პროაქტიური და “შევძლებ” დამოკიდებულება;
• ადამიანებთან კომუნიკაციის ინტერესი და სურვილი;
• ემპათია, კეთილგანწყობა და დახმარებისთვის მზაობა.
შეუერთდი ბოიგარსის გუნდს, გადმოაგზავნე რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე boygars@stream.com.ge არაუგვიანეს 30 ნოემბრისა.
პირველად შერჩევას და გასაუბრებებს ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.