• ლიზინგიდან მიღებული შემოსავლების ზრდა და ბიუჯეტით განსაზღვრული მიზნების შესრულება;• სავაჭრო ცენტრის სტრატეგიისა და მოთხოვნების შესაბამისად მოიჯარისა და ბრენდის შერჩევა, მოლაპარაკებების წარმართვა;• ადგილობრივი და საერთაშორისო მოიჯარეების მოძიება, კომუნიკაცია, შეხვედრების დაგეგმვა, კომერციული შეთავაზების მომზადება და წარდგენა; საიჯარო ხელშეკრულებების მომზადება;• ბაზრის შესწავლა, რეგიონალური საცალო ბაზრის კონკურენტების შესწავლა, ტენდენციების გათვალისწინება;• სავაჭრო ცენტრის სივრცეების პოტენციური ხელახალი გაქირავების შესაძლებლობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციებისა და შეთავაზებების წარდგენა მენეჯმენტისთვის;• მოიჯარეთა პროფილისა და მათი შემოსავლის გენერირების ანალიზი ბაზარზე შესაბამისობაში ოპტიმალური შეთავაზების მიზნით;• მოიჯარეებთან მოლაპარაკება იჯარის ხელშეკრულებების პირობებზე, იჯარის ვადაზე და ადგილმდებარეობაზე, ვადის გასვლის, გადატანის ან გაფართოების შემთხვევაში, ასევე, ბაზრის მიმდინარე მდგომარეობისა და შესრულების გადახედვის ან სხვა ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე;• მოიჯარესთან შეთანხმებული პირობების საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულების მომზადება;• მენეჯმენტთან რეპორტინგი მოლაპარაკებების მიმდინარეობის, ეტაპების, სქემებისა და ანგარიშების შესახებ;• რეპორტინგი მენეჯმენტთან სალიზინგო საქმიანობის, ქირის გადასახადის, შენობის ექსპლუატაციის, ახალი შესაძლო მოიჯარეების, გაფორმებული ხელშეკრულებების, გახსნის, მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.