The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
HR ადმინისტრირების სპეციალისტი

HR საკონსულტაციო კომპანია STREAM ვაცხადებთ ვაკანსიას HR ადმინისტრირების სპეციალისტის პოზიციაზე აუთსორსინგული პროექტებისთვის.

STREAM 2017 წლიდან დღემდე წარმატებით თანამშრომლობს არაერთ კომპანიასთან და სთავაზობს HR აუთსორსინგულ მომსახურებას. ჩვენი მისიაა ბიზნესების გაძლიერება მართვის თანამედროვე, ინოვაციური და გამჭვირვალე პოლიტიკების/მიდგომების საშუალებით.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულს: https://thestream.ge/
პოზიციაზე მივესალმებით გამოცდილ, დეტალებზე ორინტირებულ, კომუნიკაბელურ პროფესიონალს HR ადმინისტრირების მიმართულებით, ვინც ჩვენს გუნდთან ერთად ჩაერთვება აუთსორსინგულ პროექტებში.

სამუშაო განაკვეთი: არასრული სამუშაო გრაფიკი
ანაზღაურება: პროექტების მიხედვით
სამუშაო ადგილი: ჰიბრიდული 

ძირითადი მოვალეობები:
შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული დოკუმენტების შემუშავება/წარმოება და მართვა (შრომითი ხელშეკრულებები, ბრძანებები, ცნობები);
შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული კონსულტაციების გაცემა;
საშტატო და სახელფასო ფაილის მომზადება;
თანამშრომელთა მონაცემების განახლება და ადმინისტრირება შესაბამის ბაზებსა და სისტემებში;
თანამშრომლების ცვლების განრიგის, შვებულებების/დასვენების დღეების/შრომისუუნარობის/მივლინებების ცხრილის შემუშავება და კონტროლი
შვებულებების, დასვენების დღეებისა და ავადმყოფობის დღეების კალკულაცია;
თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვის ტაბელის მართვა
თანამშრომელთა პირადი საქმეების მართვა;
ბენეფიტების (ჯანმრთელობის დაზღვევა/ფიტპასი თუ სხვა) შესახებ თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტების წარმოება
საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშგება STREAM-ის და პარტნიორი კომპანიებისთვის.

ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
HR ადმინისტრირების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
შრომის კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე როგორც წერილობით, ასევე ვერბალური ფორმით;
Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@stream.com.ge არაუგვიანეს 10 ივნისისა.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის  შესაბამისად.