ფინანსების აღრიცხვისა და ბიუჯეტირების სპეციალისტი
მსხვილი ინდუსტრიული მშენებლობების და წარმოების სფეროს მმართველი კომპანიის ოფისისთვის ვაცხადებთ ვაკანსიას ფინანსების აღრიცხვისა და ბიუჯეტირების სპეციალისტის პოზიციაზე.
პოზიციაზე მივესალმებით ბიუჯეტირების, ფინანსების აღრიცხვის და ანგარიშგების მიმართულებით გამოცდილების მქონე, განვითარებაზე ორიენტირებულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე კანდიდატებს.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ)
სამუშაო ადგილი: თბილისი (ვაკე-საბურთალოს ტერიტორია)
სავარაუდო ანაზღაურება: 2 000 – 3 500 (ლარი, Net)
ძირითადი მოვალეობები:
• კომპანიის და მისი ცალკეული პროექტების ბიუჯეტების მომზადება;
• ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგების წარმოება;
• სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის საჭირო ანგარიშების ფორმების შემუშავებაში ჩართულობა და დანერგვის პროცესში აქტიური მხარდაჭერა;
• კომპანიის ბუღალტერიასთან მჭიდრო თანამშრომლობა;
• კომპანიის ხაზინასთან მჭიდრო თანამშრომლობა - ფულადი ნაკადების ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
• ფინანსების მართვის და ანგარიშგების, ბიუჯეტირების სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
• უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსების კუთხით) მიმართულებით;
• ბიუჯეტის შედგენის, მართვის, კონტროლის და ანგარიშგების ცოდნა და გამოცდილება;
• კორპორაციული ფინანსების ცოდნა;
• ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
• ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა (შესაძლოა დამატებით სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით);
• კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა, Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
• ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე construction@stream.com.ge არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.