გენერალური მენეჯერი
ვაცხადებთ ვაკანსიას ავტომობილების სამრეცხაო და დეთეილინგის ცენტრის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე, კომპანია DEPO Car Wash & Detailing-ისთვის.
გენერალური მენეჯერი წარმართავს ცენტრის ფუნქციონირებას, რომელიც მოიცავს ავტომობილების რეცხვის და დეთეილინგის მომსახურებას და დეთეილინგის პროდუქტების საცალო/საბითუმო რეალიზაციას.
პოზიციაზე მივესალმებით ავტოინდუსტრიაში გათვითცნობიერებულ პროფესიონალებს, რომელთაც აქვთ გუნდის მართვის კარგი გამოცდილება, შეუძლიათ წარმართონ სერვის ცენტრის ფუნქციონირება და იზრუნონ მის განვითარებაზე.
სამუშაო ადგილი: ბელიაშვილის 117
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 2500 ლარიდან + ბონუსი (ანაზღაურების და ბონუსების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე)
დაქვემდებარებული პერსონალის რაოდენობა: 15 თანამშრომელი (მათ შორის სამრეცხაოს და დეთეილინგის სპეციალისტები) + გამოძახებით მომუშავე სპეციალისტები.
ძირითადი მოვალეობები:
• სამრეცხაო/დეთეილინგის ცენტრისა და მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის სრული მართვა და ზედამხედველობა;
• მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა, საჩივრების/პრეტენზიების მოგვარება და მომხმარებლების შენარჩუნებასა და ახალი მომხმარებლების მოზიდვაზე ზრუნვა;
• პერსონალის მართვა (დაქირავება, შეფასება, სამუშაო გრაფიკების შედგენა/კოორდინაცია, სწავლების პროცესის წარმართვა და ა.შ.);
• ბიუჯეტის დაგეგმვა, კონტროლი, შემოსავლების და ხარჯების ანალიზი, მომგებიანობის ზრდაზე ზრუნვა;
• საქონლის და მასალების მარაგების მართვა, საწყობის აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი, მომწოდებლებთან ურთიერთობა, შესყიდვების დაგეგმვა და ფასების მოლაპარაკება;
• აღჭურვილობის გამართულობის, უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი;
• გაყიდვების გეგმების შემუშავება და შესრულების კონტროლი, ახალი ბიზნეს შესაძლებლობების (B2B/საბითუმო კლიენტები) ძიებასა და განვითარებაზე ზრუნვა;
• მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვის, ახალი პროდუქტების დანერგვის, ზრდის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და საკითხების ინიცირება.
ძირითადი მოთხოვნები:
• ავტოინდუსტრიის სფეროს ცოდნა, ინტერესი და/ან ამ მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
• მენეჯერული გამოცდილება (სასურველია ავტოინდუსტრიის, რითეილის, სერვის ცენტრის ან მსგავს სფეროებში);
• უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ფინანსების მიმართულებით);
• ბიუჯეტირების, ხარჯების ანალიზისა და ანგარიშგების წარმოების უნარი და გამოცდილება;
• გუნდის ეფექტური მართვის, მოტივირებისა და ლიდერობის უნარი;
• საოპერაციო პროცესების მართვისა და ბიზნესის ოპტიმიზაციის უნარი;
• საოფისე, საბუღალტრო/სასაწყობო პროგრამების ცოდნა;
• სასურველია უცხო ენების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.