The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
HR მენეჯერი

ვაცხადებთ ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე მხვილი ინდუსტრიული ნავთობგადამამუშავებელი საწარმოსთვის. 

პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე, ენერგიულ, პოზიტიურ, კომუნიკაბელურ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ პროცესების დამოუკიდებლად მართვის უნარი და მოტივაცია შექმნან, განავითარონ და გაიზიარონ წარმატება გუნდთან ერთად.

სამუშაო ადგილი - თბილისი (ვაკე)
სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ -19:00 სთ)
ანაზღაურება - 3000 - 5000 (NET)

ძირითადი მოვალეობები:
• ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, სისტემების დანერგვა/მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება; 
შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება; საქართველოს შრომითი კანონმდებლობის და კომპანიის წესდების შესაბამისად;  
თანამშრომლების პირადი საქმეების ადმინისტრირება - HR დოკუმენტაციის მართვა და რეესტრის წარმოება; 
სამუშაო აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება/განახლება; 
თანამშრომელთა შერჩევისა პროცესის ორგანიზება, სრული ციკლის მართვა; 
ახალი თანამშრომლის ადაპტაციის პროცესის მართვა დადგენილი პროცედურის შესაბამისად; 
შიდა საკომუნიკაციო სისტემების განვითარება - თანამშრომელთა მუდმივი ინფორმირება ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მიმართულებით განხორციელებულ პროცედურულ ცვლილებებთან დაკავშირებით; 
თანამშრომელთა კარიერული განვითარების პროგრამის შემუშავება (შეფასების, როტაციის სისტემები); 
• თანამშრომლების მოტივაციასა და განვითარებაზე ზრუნვა, წამახალისებელი ღონისძიებების ორგანიზება.
ძირითადი მოთხოვნები:
• ადამიანური რესურსების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის HR ადმინისტრირების მიმართულებით;
აუცილებელია უცხოელ თანამშრომლებთან მუშაობის გამოცდილება - მათი შერჩევის და კანონმდებლობის შესაბამისი დოკუმენტაციის, პროცესების წარმოების გამოცდილება;
აუცილებელია საქართველოს შრომის კოდექსის, შრომითი მიგრაციის შესახებ კანონის ცოდნა;
ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით) მაღალ დონეზე;
• საოფისე პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@stream.com.ge არაუგვიანეს 23 აპრილისა.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის  შესაბამისად.