The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი
 
ვაცხადებთ ვაკანსიას ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სადაზღვევო კომპანია ,,ჯიპიაი ჰოლდინგისთვის“ , რომელიც არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და  წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. 
დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულის სახით: https://www.gpih.ge
 
ვაკანსია ცხადდება ორ პოზიციაზე:
• ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი - სიცოცხლის მიმართულებით (HI)
• ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი - არასიცოცხლის მიმართულებით (NLI)
პოზიციებზე მივესალმებით სფეროში გამოცდილ, ასევე დამწყებ, ენერგიულ, პოზიტიურ, კომუნიკაბელურ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი. 
 
სამუშაო ადგილი - თბილისი (წერეთელი)
სამუშაო განაკვეთი - სრული, ორშაბათი-პარასკევი (გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლოა დისტანციური გრაფიკის განხილვა)
ანაზღაურება - ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი გაყიდვებიდან (ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)
კარიერული ზრდის შესაძლებლობა და დამატებითი ბენეფიტები - მგზავრობის დანამატი, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო ხარჯები (გაყიდვების დეპარტამენტში კარიერული ზრდის შესაბამისად ცვალებადია ბენეფიტები და მათი მოცულობა)
 
ძირითადი მოვალეობები:
• პოტენციური კლიენტების მოძიება/მოზიდვა და სადაზღვევო პროდუქტების გაცნობა;
• სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა ფიზიკურ პირებსა და მცირე (Micro & SME) ორგანიზაციებთან;
• დაინტერესებული კლიენტისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროუილი მიწოდება;
• კომპანიის მიერ ყოველკვირეულად მინიჭებული ბაზების დამუშავება და აქტივობების ასახვა CRM სისტემაში;
• გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციებსა და წამახალისებელ აქტივობებში მონაწილეობა;
• სადაზღვევო პროგრამაში პოლისების დარეგისტრირება/პოლისების განახლება;
• არსებული პორთფელის შენარჩუნებაზე ზრუნვა - პოლისების ვადადაგაცილებების კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (განიხილება როგორც კურსდამთავრებული, ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
• სადაზღვევო გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება (პრიორიტეტია ჯანმრთელობის/არასიცოცხლის დაზღვევის გაყიდვების გუნდში მუშაობის გამოცდილება);
• სასურველია უცხო ენის ცოდნა;
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@thestream.ge არაუგვიანეს 30 ივნისისა.
 
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური.
 
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
 
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.