The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
უფროსი სისტემური ადმინისტრატორი

საქართველოში მოქმედი მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო საწარმო აცხადებს ვაკანსიას უფროსი სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე. პოზიცია გულისხმობს, კომპანიის ინფრასტრუქტურის ადმინისტრირებას, მცირე IT ჯგუფის ხელმძღვანელობას, ამ მიმართულებით პროცესების მართვას და გადაწყვეტილებების მიღებას.
სამუშაო ადგილი - თბილისი
სამუშაოს განაკვეთი - სრული განაკვეთი, 5 დღიანი სამუშაო კვირა
პოზიციის ტიპი - კვალიფიცირებული სპეციალისტი / ხელმძღვანელი პოზიცია
ანაზღაურება - 2000-დან 4000-მდე შუალედში (ყოველწლიური გადახედვით)
სოციალური პაკეტი - დაზღვევა, კვება, ტრანსპორტირება, საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურება

ტექნიკური ცოდნის და გამოცდილების მოთხოვნები:

• Microsoft-ის სერვერული ოპერაციული სისტემების კარგი ცოდნა (მიმდინარე და წინარე ვერსიების)
• ვირტუალიზაციის პლატფორმების კარგი ცოდნა (Hyper-V & VMware)
• კომპლექსური სასერვერო სისტემების ინსტალაციის, განახლების და მომსახურების პრაქტიკული გამოცდილება
• პროცესების ავტომატიზაციის და სკრიპტების შექმნის გამოცდილება (shell, PowerShell, WMI და სხვა)
• წამყვანი მომწოდებლების სასერვერო ტექნიკასთან (მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
• Cisco-ს კომუტატორებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
• Firewall-ებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (სასურველია Check Point)
• Microsoft Windows Server-ის სერვისებთან მუშაობის გამოცდილება (ისეთებთან როგორიცაა Active Directory, DNS/DHCP, TS და ა.შ.)
• სარეზერვო კოპირების (Backup) და მონიტორინგის სისტემების ექსპლუატაციის გამოცდილება (SCOM, VEEAM)
• Office 365 პაკეტთან მუშაობის გამოცდილება (Exchange online, Lync, SharePoint)
• სასურველია ღრუბლოვან გარემოში მუშაობის გამოცდილება (Azure/AWS)
• Microsoft-ის სხვადასხვა სერვისების კარგი ცოდნა, ისეთების როგორიცაა - Exchange, SCCM, SQL, TS, Lync, Certificate Services.

სხვა მოთხოვნები:

• ლიდერული და მმართველობითი უნარები, სასურველია შესაბამისი გამოცდილება (გუნდის ლიდერის ან ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის)
• ანგარიშგების და დოკუმენტირების უნარი და გამოცდილება
• სერვისზე ორიენტირებულობა, კოლეგიალურობა
• სწრაფად ათვისების და სწავლის უნარი
• ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით ტექნიკური ინგლისურის)

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე vacancy@thestream.ge არაუგვიანესო2019 წლის 20 ოქტომბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

კომპანია STREAM იცავს კანდიდატების და მათი მონაცემების კონფიდენციალურობას, ნებისმიერი მონაცემი, მათ შორის ინფორმაცია ვაკანსიის კონკურსში მონაწილეობაზე გაიცემა მხოლოდ კანდიდატის თანხმობით.