The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
სამშენებლო პროექტების დაგეგმარების მენეჯერი

სამრეწველო და ინფრასტრუქტურული ნაგებობების სამშენებელო კომპანია, რომელიც საქართველოში ახორციელებს მასშტაბურ საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებს, ეძებს სამშენებლო პროექტების დაგეგმარების მენეჯერს.
 
სამუშაო ადგილი - თბილისი
პოზიციის ტიპი - მაღალი რანგის ხელმძღვანელის-ინჟინერის პოზიცია
ანაზღაურება - პოზიციის რანგის ადექვატური, კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
სამუშაო განაკვეთი - სრული განაკვეთი
მივლინებები - ხშირი მივლინებები საქართველოს მასშტაბით
 
ფუნქციები და მოვალეობები:
  • ორგანიზაციაში დაგეგმარების და დაგეგმარებასთან დაკავშირებული პროცესების მართვის მდგრადი სისტემების, პროცედურების და სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
  • შესრულებული და მიმდინარე პროექტების ანალიზის საფუძველზე სხვადასხვა სისტემების, პროცესების და პროცედურების გაუმჯობესების და ხარჯების ოპტიმიზაციის გზების შემუშავება და დანერგვაში მონაწილეობა;
  • სამშენებლო პროექტების მაკრო (ყველა სამშენებლო აქტიობის) და მიკრო (ცალკეული პროექტების) დაგეგმარება და კოორდინირება;
  • ცალკეული პროექტის თითოეული ფაზის წინასწარი გრაფიკების შემუშავება და შესრულების თარიღების განსაზღვრა (ტენდერი, წინა სამშენებლო ფაზა, განხორციელების ფაზა);
  • პროექტის სატენდერო შეთავაზების სამშენებლო და ტექნიკური ნაწილის მომზადება, შესაბამისი მეთოდოლოგიების, გეგმა-გრაფიკების და ხარჯთაღრიცხვების შედგენა, ტენდერის საჭიროებიდან გამომდინარე სამუშაო გუნდის შექმნა და მართვა;
  • ცალკეული პროექტების წინა სამშენებლო დაგეგმარების წარმოება პროექტის მენეჯერთან ერთად;
  • პროექტის მიმდინარეობის ეტაპების, გრაფიკების და გეგმების შესახებ ინფორმაციის შეკრება და ანალიზი. საჭიროების შემთხვევაში, პროექტის მენეჯერთან ერთად პროექტის გეგმების კორექტირება;
  • პროექტის გრაფიკიდან გადახრის ან შესაძლო გადახრების გამოვლენა, რისკების შეფასება და მინიმიზირების ღონისძიებების შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით;
  • სამშენებლო პროექტის დაგეგმარების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • MS Project, AutoCAD, ArchiCAD-ში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
  • ხარჯების შეფასებისა და ანალიზის მეთოდების ცოდნა (three point, analogous, bottom-up, parametric estimating, CPI, SPI, TCPI, etc.);
  • სამშენებლო პროცესების შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
 
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე vacancy@thestream.ge 

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.