The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
უფროსი აუდიტორი

ვაცხადებთ ვაკანსიას უფროსი აუდიტორის პოზიციაზე საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია Ecovis Georgia-ს აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების დეპარტამენტისთვის.

Ecovis Georgia (ყოფილი შპს ATA partners) დაარსდა 2013 წლის იანვარში. 2020 წლიდან ECOVIS Georgia გახდა ECOVIS International–ის წევრი და პარტნიორი საქართველოში. 2021 წლის აპრილში მარეგულირებლისგან ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის საფუძველზე კომპანიას  მიენიჭა მეორე კატეგორია. 

სამუშაო განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს ამ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების ანალიტიკურ აზროვნებას, კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური გამოსავლის მოძიების,  ინიციატივის საკუთარ თავზე აღების, ეფექტიანი კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარებს. მნიშვნელოვანია განვითარების სურვილი. 

Ecovis Georgia დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
• სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს; 
კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
სამედიცინო დაზღვევას;
• სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, აფაქიძის ქ., #5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე 
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 
ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია უფროსი აუდიტორის რანგზე

ძირითადი მოვალეობები:
• კლიენტის  ძირითადი ბიზნეს პროცესების შესწავლის პროცესის ხელმძღვანელობა და  წარმართვა კომპანიის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
აუდიტის გეგმის შედგენამდე მეთოდოლოგიით განსაზღვრული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება და კონტროლი;
აუდიტის გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
აუდიტორების და სტაჟიორების საქმის ზედამხედველობა და ტრენინგი სამუშაო პროცესში;
დასკვნის გაცემამდე პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
მენეჯერის/პარტნიორის მიერ პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
• კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის / მინიმუმ ოთხწლიანი აუდიტორად მუშაობის გამოცდილება;
• ACCA პირველი ეტაპის სერთიფიკატი;
• საოფისე პროგრამები  (პრიორიტეტულია ექსელის ფლობა მაღალ დონეზე)
• აუდიტის საერთაშორისო  სტანდარტებში პრაქტიკული ცოდნა;
• ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება და ხშირად გამოყენებადი სტანდარტების მაღალ დონეზე ფლობა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე sauditor@thestream.ge  არაუგვიანეს 2024 წლის 23 აგვისტოს. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: უფროსი აუდიტორი

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის  შესაბამისად.