სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში
ვაცხადებთ ანაზღაურებად სტაჟირებას საერთაშორისო აუდიტორიულ კომპანია Ecovis Georgia-ს ბუღალტერიის დეპარტამენტში.
Ecovis Georgia (ყოფილი შპს ATA partners) დაარსდა 2013 წლის იანვარში. 2020 წლიდან ECOVIS Georgia გახდა ECOVIS International–ის წევრი და პარტნიორი საქართველოში. 2021 წლის აპრილში მარეგულირებლისგან ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის საფუძველზე კომპანიას მიენიჭა მეორე კატეგორია.
კომპანია სტაჟიორებს სთავაზობს პროფესიულ განვითარებას, მეგობრულ და ურთიერდახმარებასა და ურთიერთპატივისცემეზე დაფუძნებულ გარემოს, სტჟირების შემდგომ დასაქმებას და კარიერულ წინსვლას.
სტაჟირებისთვის მნიშვნელოვანია განვითარების სურვილი, გუნდში მუშაობის უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების და დროის ეფექტიანად მართვის უნარები.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქუჩა N5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
სამუშაო განაკვეთი: უნივერსიტეტის გრაფიკის შეთავსება.
ანაზღაურება: 350 ლარი
ძირითადი მოთხოვნები:
• განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ტექნიკური მიმართულებებით (განიხილება მე-4 კურსის სტუდენტებიც);
• სასურველია გავლილი გქონდეთ ACCA-ს მინიმუმ 1 წიგნი;
• სასურველია ინგლისური B2 დონეზე ცოდნა;
• სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე accountant@stream.com.ge არაუგვიანეს 2024 წლის 25 ნოემბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სტაჟიორი ბუღალტერიის დეპარტამენტში.
პირველად შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები ტესტირებას და გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.