მოლარე-ოპერატორი
ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე კომპანიისთვის BOYGAR'S.
BOYGAR'S თბილისში წარმოდგენილია მულტიბრენდული მაღაზიით, რომელიც მაღალი მოდის მოყვარულებს სთავაზობს ძვირადღირებული ბრენდებისა და კოლექციების უდიდეს არჩევანს. აქ ნახავთ ისეთ ეტიკეტებს, როგორიცაა PRADA, GUCCI, SAINT LAURENT, LOEWE, BOTTEGA VENETA, THE ROW, TOM FORD და სხვა. (www.boygars.com)
პოზიციაზე მივესალმებით კვალიფიციურ, დეტალებზე ორიენტირებულ და კარგი ინტერპერსონალური უნარების მქონე კანდიდატებს, რომლებიც მოტივირებულები არიან მომხმარებლებს გაუწიონ საუკეთესო მომსახურება და უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის მაღალი ეფექტიანობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 15
სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი კვირაში). მაღაზია ღიაა 10.30 სთ-დან 22 სთ-მდე. მოლარე-ოპერატორი იმუშავებს 5 სამუშაო დღეს ცვლებში, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით. კვირა დღე მორიგეობით იქნება სამუშაო.
ანაზღაურება: 1000 - 1500 (NET) + ბონუსი
დამატებითი საკომპენსაციო პაკეტი: ჯანმრთელობის დაზღვევა, სილამაზის სალონის ვაუჩერი, სპორტ - დარბაზის აბონიმენტი.
ძირითადი მოვალეობები:
• ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალაროს ოპერაციების წარმოება;
• სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
• ფასდაკლებების, პროდუქციის დაბრუნებისა და გაცვლის უზრუნველყოფა;
• ფულადი ნაშთების შემოწმება/კონტროლი/ინკასაციისთვის მომზადება;
• მომხმარებლებისათვის ლოიალობის პროგრამების და სასაჩუქრე ბარათების შეთავაზება;
• საჭიროების შემთხვევაში ინვოისების მომზადება;
• მომხმარებლების მონაცემთა ბაზების ფორმირება;
• გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა.
ძირითადი მოთხოვნები:
• სასურველია უმაღლესი განათლება;
• მსგავს პოზიციაზე სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
• ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
• ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;
• საბაზისო მათემატიკური უნარების ფლობა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiting@thestream.ge არაუგვიანეს 25 ნოემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.