The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
კლიენტების მოზიდვის მენეჯერი 

ვაცხადებთ ვაკანსიას კლიენტების მოზიდვის მენეჯერის პოზიციაზე კომპანიისთვის BUBZ
 
კომპანია BUBZ ინოვატორი კომპანიაა ხელოვნური ინტელექტის აგენტების შექმნის მიმართულებით, რომელიც აქტიურად მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან (https://bubz.ai/).
 
კლიენტების მოზიდვის მენეჯერი ძალიან მნიშვნელოვანი როლია BUBZ-ის კორპორაციული გაყიდვებისა და პორტფელის გაზრდის, ბიზნესის განვითარებისა და კლიენტების NPS-ის გაუმჯობესების მიმართულებით.   
 
BUBZ-ი გუნდში მიესალმება აქტიურ, გამოცდილ და ძლიერ კლიენტების მოზიდვის მენეჯერს, რომელიც მოქნილია და შეუძლია კლიენტებთან უმაღლესი პროფესიონალური სტანდარტებით ურთიერთობა, მათი პრეფერენციების მიხედვით მოქმედება; აქვს კრიტიკული ფიქრისა და ანალიზის, კომუნიკაციის საუკეთესო უნარები და თანამედროვე მიდგომები; რთული საკითხების გადაწყვეტის უნარი და გამოცდილება.
 
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 39ა
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი), ჰიბრიდული მუშაობის შესაძლებლობით
ანაზღაურება: 5000 ლარიდან, გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით
დამატებითი სარგებელი: პროფესიული და კარიერული განვითარება, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა

ძირითადი მოვალეობები:
BUZZ-ის გაყიდვებისა და ბიზნესსტრატეგიის ჩამოყალიბება, შესრულება და მუდვმივი გაუმჯობესება;
AI პროდუქტის წარდგენა და გაყიდვა კორპორაციული კლიენტებისთვის;
პოტენციური კორპორაციული კლიენტების სამიზნე სეგმენტის განსაზღვრა, მათი კონკრეტული საჭიროებების დადგენა, AI პროდუქტების მორგება და მათი პრეზენტაცია; 
არსებულ და პოტენციურ კორპორაციულ კლიენტებთან მუდმივიდ კომუნიკაცია ყველა საკომუნიკაციო არხის საშუალებით (ტელეფონი, ელექტრონული მიმოწერა, სოციალური ქსელები);
კლიენტების უკუკავშირის შემოწმება და ანალიზი;
უმაღლესი NPS და ხარისხის მუდმივი შემოწმება;
ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი;
გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება;
გაყიდვების ზრდა; 
პროდუქტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება კლინტებისათვის;
ლიდერშიფისთვის რეკომენდაციების წარდგენა ბიზნესის განვითარების მიმართულებით. 

ძირითადი მოთხოვნები:
AI და/ან ტექნოლოგიური გარემოს, კლიენტების საჭიროებებისა და პრეფერენციების, გაყიდვის უახლესი ტექნიკების კარგი ცოდნა; 
კორპორაციული გაყიდვების სულ მცირე სამწლიანი გამოცდილება ტექნოლოგიურ, ფინტექ, AI, საჯარო და კერძო ჯანდაცვის, სასტუმროს, სტუმარმასპინძლობის, e-commerce-ის, SaaS-ის, ფინანსების, საბანკო, სატელეკომუნიკაციო, საცალო და iGaming-ის სექტორში; კლიენტების ძალიან კარგი პორტფელი. 
ქართული და ინგლისური ენების ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა. 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე salesmanager@stream.com.ge არაუგვიანეს 15 დეკემბრისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.