The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
წარმოების ტექნიკური მენეჯერი
 
შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიისთვის, რომელიც მდებარეობს რუსთავში, ვაცხადებთ ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე 
 
სამუშაო ადგილი: რუსთავი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი 08:00 საათიდან 17:00
ანაზღაურება: 3500 ლარიდან (net)
 
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიაში არსებული გაიდლაინების მიხედვით მექანიკური, ელექტრო-ტექნიკური სისტემების/დანადგარების ყოველდღიური/ყოველ კვირეული, ყოველ თვიური, ყოველ კვარტალური და ყოველწლიური შემოწმების უზრუნველყოფა და კონტროლი;
დანადგარების დაზიანების შემთხვევაში პრობლემის იდენტიფიცირება/დიაგნოსტირება; მაკორექტირებელი ღონისძიებების ოპერატიულად განხორციელება;
პოტენციური რისკების იდენტიფიცირება - დაზიანებების და ავარიების თავიდან აცილების მიზნით;
მანქანა-დანადგარების ტექნიკურად და მექანიკურად გამართულობის უზრუნველყოფა; 
მანქანა-დანადგარების მიერ სტანდარტის შესაბამისი ხარისხის პროდუქციის გამოშვების უზრუნველყოფა;
მანქანა-დანადგარებზე სტანდარტის შესაბამისი ხარისხის გამოშვებისთვის საჭირო პარამეტრების სწორად იდენტიფიცირების და რეგულირების უზრუნველყოფა;
მანქანა-დანადგარების მიერ გეგმით გათვალისიწნებული მაქსიმალური წარმადობის მიღწევის უზრუნველყოფა;
სამუშაო იარაღების და ინვენტარის სწორი ექსპლუატაციის და მოვლის უზრუნველყოფა;
ტექნიკურ საწყობში საჭირო და აუცილებელი მარაგების კონტროლი;
კომპანიის საწარმოო სტანდარტების, შრომის უსაფრთხოების წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
კომპანიის შიდა დეპარტამენტებთან და გარე სტრუქტურებთან (სერვისის მომწოდებლები) მჭიდრო თანამშრომლობა; 
წარმოებაში სავარაუდო კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფი, ეფექტური რეაგირება და მართვა.მოქნილობა ავარიულ და ფორსმაჟორულ სიტუციებში;
უწყვეტი ზრუნვა თანამშრომლების პროფესიული განვითარებასა და მათ მოტივაციაზე;
პრიორიტებების სწორად განსაზღვრა;
დავალებების სწორად და პრიორიტეტების მიხედვით განაწილება;
ტექნიკური დეპარტამენტის გუნდის მართვა;
ტექნიკური მიმართულების ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია;
ტექნიკური პროექტების განხორციელება.

ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, საინჟინრო ან ტექნიკური მიმართულებით;
აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
სასურველია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სასურველია.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiting@stream.com.ge არაუგვიანეს 29 დეკემბრისა.
 
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
 
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.