HR მენეჯერი
ვაცხადებთ ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე კომპანია ,,LLG“ -ისთვის, რომელიც აწარმოებს მრავალფუნქციურ და მაღალი ხარისხის კარ-ფანჯარას საცხოვრებელი თუ კომერციული პროექტებისთვის.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.lgg.ge/
პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე, ენერგიულ, პოზიტიურ, კომუნიკაბელურ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ პროცესების დამოუკიდებლად მართვის უნარი და მოტივაცია შექმნან, განავითარონ და გაიზიარონ წარმატება გუნდთან ერთად.
სამუშაო ადგილი - თბილისი - დიღომი, სამომალოდ (5-6 თვეში) განიხილება რელოკაცია წეროვანში (წეროვანში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია ან უზრუნველყოფს საწვავით)
სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ -18:00 სთ)
ანაზღაურება - 3000 - 3500 ლ. (NET)
დაქვემდებარება - კომპანიის დირექტორი
ძირითადი მოვალეობები:
• კომპანიაში HR პროცესების მართვა და განვითარება;
• თანამშრომელთა შერჩევის სრული ციკლის და ონბორდინგის პროცესის მართვა;
• HR ადმინისტრაციული პროცესების მართვა (თანამშრომელთა პირადი საქმეების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება);
• საჭიროებისამებრ, კონკრეტულ პოზიციაზე სამუშაო აღწერის ან/და თანამდებობრივი ინსტრუქციების შექმნა/განახლება;
• ყოველთვიური სახელფასო ფაილების მომზადება;
• თანამშრომელთა კარიერული განვითარების პროგრამის (Learning & Development) შემუშავება, საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ტრენინგების ან/და შეხვედრების დაგეგმვა თანამშრომლებისთვის;
• თანამშრომლების მოტივაციასა და განვითარებაზე ზრუნვა, წამახალისებელი ღონისძიებებისა და აქტივობების ინიცირება და ორგანიზება;
• ორგანიზაციულ კულტურაზე/გარემოზე მუდმივი ზრუნვა.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
• ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
• ადამიანური რესურსების მიმართულებით მენეჯერულ ან ბიზნეს პარტნიორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
• აუცილებელია საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
• ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
• საოფისე პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@stream.com.ge არაუგვიანეს 19 დეკემბრისა.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.