The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
ხარისხის ინსპექტორი

ვაცხადებთ ვაკანსიას ხარისხის ინსპექტორის პოზიციაზე ყულევის ნავთობ ტერმინალსა და პორტში (სოკარი - შავი ზღვის ტერმინალი).

პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე, მოტივირებულ, სტაბილურ თანამშრომლობასა და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.

დამქირავებელი კომპანია - სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
სამუშაო ადგილი - ხობი, ყულევი
სამუშაო განაკვეთი - სრული 09:00-18:00 (შაბათი-კვირა დასვენების დღეები)
ანაზღაურება - პოზიციისა და რანგის შესაბამისი კონკურენტული ანაზღაურება.
დამატებითი საკომპენსაციო პაკეტი - ტრანსპორტი, დაზღვევა, სადილი, კორპორაციული ნომერი.

ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება მასალათმცოდნების/მექანიკის/წარმოების/ინჟინერიისა ან მომიჯნავე დარგის მიმართულებით;
- ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება (2 წელი და მეტი);
- სასურველია აუდიტორის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებში (ISO 9001);
- სტატისტიკური, მონაცემთა ანალიზის და MS Office პროგრამების ცოდნა. SAP-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- ხარისხის მართვის სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
- თანამშომლობის და ადაპტაციის კარგი უნარები. კრეატიული აზროვნება ცვლილებების და პროექტების გაუმჯობესებების ინიცირებისათვის;
- კარგი წერის, პრეზენტაციისა და მოთხოვნების/ამოცანების ნათლად ჩამოყალიბების უნარი;
- კარგი ლიდერული და სუპერვიზიის უნარები;
- კლიენტთა მოლოდინებისა და კმაყოფილების, მომწოდებლებთან ურთიერთობის, ორგანიზაციული და გუნდის მართვის დინამიკის და ლიდერობის საკითხების ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება და საკითხისადმი სტრუქტურირებული მიდგომის უნარი;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა როგორც სასაუბრო ასევე წერითი;
ძირითადი მოვალეობები:
- პასუხისმგებელია წარმოების, პროექტირების, შესყიდვებისა და გაყიდვების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- დამკვეთებთან და დამკვეთების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია. ხარისხის, მიწოდების და ღირებულების კონტროლის პროცესების მხარდაჭერა;
- აუდიტის ჩატარება, ანალიზის მხარდაჭერა და ხარისხის სპეციფიკაციების ჩამოყალიბება;
- ხარისხის მართვის სისტემების შემუშავება და ადმინისტრირება, დარგობრივი სპეციფიკაციების/კოდექსების/სტანდარტების გათვალისწინებით;
- კონტროლის და ტესტირების პროცედურების უზრუნველყოფა, შედეგების ანალიზი.
- ხარისხის ამაღლება და პრობლემების გადაჭრის ინსტრუმენტების კარგად ცოდნა, რომლებიც მოიცავს მენეჯმენტისა და დაგეგმარების ინსტრუმენტების ცოდნას (როგორიცაა FMEA და RCA).
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge. დედლაინი - 2023 წლის 30 სექტემბერი. 

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.