The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
აღმასრულებელი დირექტორი 

ვაცხადებთ ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე კომპანია ,,Citycom”-ისთვის ბათუმში (Citycom West). 

,,Citycom” არის თვითმმართველობის ონლაინ პლატფორმა, რომელიც ეხმარება მრავალბინიანი კორპუსის მაცხოვრებლებს საერთო მიზნებისთვის ფინანსების მარტივად და გამჭირვალედ შეგროვებასა და მართვაში. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულის მეშვეობით: https://citycom.ge/    

პოზიციაზე მივესალმებით მმართველობითი გამოცდილების მქონე კანდიდატებს, რომელთაც აქვთ სურვილი, უნარი და მოტივაცია შექმნან, მართონ, განავითარონ და გაიზიარონ წარმატება გუნდთან ერთად.

სამუშაო ადგილი
- ბათუმი
სამუშაო განაკვეთი - სრული
თანამშრომელთა რაოდენობა - 21 
ანაზღაურება - 2500 – 3000₾ (NET) (ყოველწლიურად ზრდის პერსპექტივით) + წლიური საბონუსე სისტემა გეგმის შესრულების მიხედვით
დამატებითი საკომპესაციო პაკეტი - ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო ხარჯები

ძირითადი მოვალეობები:
• კომპანიის სტანდარტების და სტრატეგიების შესაბამისად ყოველდღიური პროცესების მენეჯმენტი;
თანამშრომელთა საქმიანობის ეფექტური კოორდინირება და მხარდაჭერა;
კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ახალი პროექტების შემუშავება და განხორციელება;
კომპანიის პროფილიდან გამომდინარე ამხანაგობებთან და დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლებთან მჭიდრო ურთიერთობა;
კომპანიის სერვისებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
ორგანიზაციული კულტურის და პროცესების განვითარებაზე ზრუნვა;
გუნდთან ერთად კომპანიის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების კუთხით სხვადასხვა სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება;
• სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება - მიწოდება პარტნიორებისთვის.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (განიხილებიან მაღალი და შუა რგოლის მენეჯერების კანდიდატები);
ინტერპერსონალური ურთიერთობების და მოლაპარაკების პროცესის ცოდნა, უნარი და გამოცდილება;
• უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სასაუბრო დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე vacancy@thestream.ge არაუგვიანეს 27 თებერვლისა.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (
http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.

შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.