ფინანსური მონიტორინგის და ოპერაციების მართვის (AML) დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ვაცხადებთ ვაკანსიას ფინანსური მონიტორინგის და ოპერაციების მართვის (AML) დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის, რომელიც საქართველოს ფინანსურ ბაზარზე დიდი ხანია იკავებს ერთ-ერთ წამყვან ადგილს.
კომპანია ეძებს ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც პასუხისმგებლობით უხელმძღვანელებს გუნდს და მასთან ერთად იზრუნებს ორგანიზაციის შემდგომ განვითარებაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
პოზიციის ტიპი: მაღალი რანგის ხელმძღვანელი პოზიცია
დაქვემდებარება: ექვემდებარება გენერალურ დირექტორს
ანაზღაურება: სექტორში არსებული ხელფასების კონკურენტული ანაზღაურება, კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
• საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტებისა და მითითებების დანერგვა ორგანიზაციაში; მათი დაცვის კონტროლი; საკანონმდებლო - ნორმატიული ბაზის სიახლეების/ცვლილებების შესახებ მენეჯმენტის ინფორმირება;
• მისოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის, რისკების მართვის“ პოლიტიკით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა და კონტროლი;
• ორგანიზაციული რისკების ანალიზის კომპლექტურობის განსაზღვრა, დოკუმენტირება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
• ორგანიზაციაში დანერგილი კონტროლის სისტემების საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროებისამებრ, მისი სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადება/დანერგვა;
• ახალი პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვის პროცესში, რისკების შეფასება და რისკის მიტიგაციის ზომების შემუშავება;
• სამუშაო პროცესში არსებული საოპერაციო რისკების იდენტიფიცირება და პრევენციის გზების დასახვა;
• UCC -გადახდების კონტროლი, პროვაიდერთან კომუნიკაცია;
• სწრაფი ფულადი სისტემების აგენტებთან ურთიერთობა;
• სისტემაში შესრულებული ოპერაციების დამუშავება, კონტროლი;
• კლიენტების მომსახურების პროცესის მხარდაჭერა (სქრინინგი, KYC);
• სხვადასხვა რეპორტების შემუშავება; გამოვლენილი ხარვეზების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა;
• კლიენტის ან გარიგებების შესახებ ფმს-ს, საქართველოს ეროვნული ბანკის ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მომზადება;
• საეჭვო კლიენტების და ტრანზაქციების ანალიზი; პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
• საქართველოს ეროვნული ბანკის ან/და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის მოძიება და დროულად წარდგენა;
• ფულის გათეთრების კუთხით კანონების, ნორმატიული დოკუმენტებისა და სახელმძღვანელოების ცვლილების შემთხვევაში - შიდა პოლიტიკა-პროცედურის ცვლილება; შესაბამისი პროგრამული ცვლილებების და სიახლეების დანერგვის მიზნით დეველოპერებისათვის დავალებების მიცემა (სამუშაო გეგმის შედგენა);
• 6 თვეში ერთხელ, ეროვნულ ბანკთან წარსადგენი ანგარიშგების ფორმის შედგენა;
• პერიოდულად, თანამშრომლებისთვის სპეციალური სასწავლო პროგრამების ორგანიზება; სწავლების და ტრენინგების პროცესის სრული ციკლის მართვა.
ძირითადი მოთხოვნები:
• მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით საბანკო ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში.
• AML კუთხით კანონების, ინსტრუქციებისა და ნორმატიული აქტების ცოდნა;
• დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
• გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiting@thestream.ge არაუგვიანეს 2025 წლის 2 ივნისისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გამოზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.